ჰიდროელექტროსადგურების უტილიზებული წყლის სადერივაციო სისტემა = Diversion System of the Utilized Water Hidroelectric Station : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1995 174 B : (51) E 02 B 9/02 (IPC, 2006) / შოთა გორგოძე, გოლია კაკულია. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1995 12 25.. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; ფიგურა: 3.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება ჰიდროენერგეტიკის დარგს, კერძოდ უტილიზებული წყლის ჰიდროელექტროსადგურებში გამოყენებას.
გამოგონების ტექნიკური შედეგია ჰიდროელექტროსადგურების სადერივაციო სისტემის გამარტივება, დანახარჯების შემცირება მის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე, მცირე ტერიტორიის გამოყენებით მაღალეფექტიანი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციის შესაძლებლობა.
ჰიდროელექტროსადგურის უტილიზებული წყლის სადერივაციო სისტემა შეიცავს საფარიან სადაწნეო აუზს 1, რომელიც შედგება უტილიზებული წყლის შემგროვებელი კამერისა 2, დამლექით 4, და საფილტრაციო კამერისაგან 3.
უკანასკნელის თავზე განლაგებულია შემგროვებელი კამერის 2 დამლექის 4, ზედა ნაწილიანად გამომავალი საკანალიზაციო გვირაბი 7 კამერების შემაკავშირებელი მონაკვეთით, რომელსაც უტილიზებული წყლის ფილტრაციისათვის გააჩნია იატაკზე და გვერდით კედელზე განლაგებული, ჩქერებით 10 აღჭურვილი, კილოებიანი 9 ფირფიტა 8. ჩქერების 10 ზურგი მიმართულია წყლის დინებისაკენ. საკანალიზაციო გვირაბი 7 და შემგროვებელი კამერის 2 დამლექის 4 ფსკერი დაკავშირებულია ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელთან. სისტემა აგრეთვე შეიცავს სადაწნეო არხს 11.


174 ge B 1995-12-25 published Sakpatenti

ჰიდროენერგეტიკა კანალიზაცია წყალი ჰიდროელექტროსადგური უტილიზებული წყალი სადერივაციო სისტემა