ორბელიანი, სულხან-საბა, 1658-1725

წიგნი სიბრძნე სიცრუვისა / ნათქვამი საბა სულხან ორბელიანისა ჟამსა სიჭაბუკისა მისისა. - 1859 - 171 გვ. ; 19 სმ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანის მე-2 გვერდზე: „1-ლი გამოცემა – ი. გრ.“
შმუცტიტულზე ყოფილი მფლობელის ხელწერა: „გრიშა ყანჩაველის წიგნებიდან“. სათაურის ქვეშ: „[I-ლი გამოცემა]. ვიყიდე სუმბათას წიგნის მაღაზიაში – ი. გრ. 1929. 22/IV“.
წიგნის ბოლოს ფორზაცზე ყოფილი მფლობელის ხელით:
„ეს წიგნი მიყიდია
მიმიცია ნაღდი ფული,
ვინც უჩემოდ ეს წაიღოს
გავარდნია პირში სული.
გრიშა.
ეს წიგნი ჩემია
ხელი მომიწერია
ვინც უჩემოთ ეს წაიღოს
ხელი მოუტეხია.
გრიშა.“
ამ მინაწერის პასუხად ყდის მე-3 გვ. წერია:
„P. S. გინდ მიმართე სასამართლოს
თავს დამასხი მილიცია. –
სულ ტყუილად იწყევლები
ნაღდი ფული მიმიცია
ი. გრ.
1929. 24/IV“
მეორე ცალს, კანის ნაცვლად შემოკრული აქვს ქაღალდი წარწერით: „წიგნი სიბრძნე სიცრუვისა“. აქვე მინაწერები: 1. „ამ წიგნს ცენზორი აწერს ხელს დ. ბაქრაძე [1871] (იხ. გვ. 65) და გასწორებულია მგონი პეტრე უმიკაშვილისა. ი. გრ. 1922 წ. 10/XI. 2. პ. უმიკაშვილის მიერ სრულად დაბეჭდილი 1871 წ.“
წიგნის 1-ლ გვერდზე: „ეს პირველი გამოცემაა. სანკტ-პეტერბურღს, 1859 წ. ეს ცენზორის დ. ბაქრაძის (გვ. 65) მიერ დართული ეგზემპლიარია. გასწორებულია პეტრე უმიკაშვილის მიერ. ი. გრ. 1920. 1/II.“
მრავალი ადგილი ჩასწორებულია, რედაქტირებულია.


[ფ.ა.]

ქართული მხატვრული პროზა

821.353.1-391