გრიბოედოვი, ალექსანდრე, 1795-1829

ვაი ჭკუისაგან : კომედია 4 მოქმედებად / ა. გრიბოედოვი ; თარგმანი განდეგილისა ; [წინასიტყვაობის ავტორი: რაჟდენ კალაძე] - სახელგამი, 1929 - LVI,145 გვ. 18სმ

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
შმუცტიტულზე: „1929. 22/II. ი. გრ“.
კანზე: „ეს თარგმანი პირველად დაიბეჭდა: „მოამბეში“, იხ. „მოამბე“, 1902, XI, XII; 1903 წ., I. 1. ცალკე წიგნად დაიბეჭდა 1904 წ. გარდა განდეგილის თარგმანისა არსებობს სხვა თარგმანებიც; 2. გრ. წინამძღვრიშვილმა თარგმნა, 1853 წელს დაიბეჭდა ცალკე. 3. გიორგი ერისთავმა კი რამდენიმე ნაწყვეტი იხ. მისი თხზ., გვ. 457 და „საქ. მოამბე“, 1863 წ., № XI. 4. სთარგმნა აგრეთვე ა. ყაზბეგმა, იხ. ალ. ხახანაშვილი, ტ. II. 5. სახელგამი, 1937. 6. თარგმის ს. ფაშალიშვ. ი. გრ“.
გვ. VIII. მოხაზულია დასაწყისში ორი სტრიქონი, მიწერილია: „ამის გადატანა არ შეიძლება ასოთამწყობო“.
გვ. XVII. არშიაზე მინაწერი: „აქ ტფილისში მოხდა ეს დუელი“.
გვ. XVIII. არშიაზე მინაწერი: „ვაი ჭკუისაგან“ თავრიზში დაიწყო. აქ წერდა ტფილისში „ვაი ჭკუისაგან“.
გვ. XXXIII. მინაწერი, რომელიც ა. გრიბოედოვს ეხება: „არ იყო დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული“. მინაწერი მალცევის შესახებ: „ჯერ ერთი არ იყო გმირი და მეორეც გაიპარა, ვითომ შესატყობინებლად „შაჰო, ჯარი მოგვაშველეო“.


1მ.30კ.

რუსული ლიტერატურა

821.161.1-22+821.161.1(092გრიბიედოვი, ას.)