TY - BOOK AU - კლდიაშვილი,დავით TI - მემუარები / PY - 1932/// CY - [ტფილისი] : PB - სახელგამი KW - ქართული ლიტერატურა KW - მემუარები N1 - ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. თავფურცელზე: „ი. გრ. 1933. 27 იანვარს გამოვიდა“. იქვე: „ილიას საღამოზე, გვ. 333; ნ. ცაგარელი, 372“. ფორზაცის მე-2 გვ.: „რეცენზია დასწერა: 1. ს. ხუნდაძემ, იხ. „სალიტ. გაზეთი“, 1933 წ. № 6. 2. იხ. „საბჭოთა მწერლობა“, 1933. 3. რაჟდ. კალაძემ, იხ. „წიგნი“, 1933 წ. № 2-3“. გვ. 130. ხაზგასმულია სტრიქონები, მიწერილია: „1882 წ.“ გვ. 332. ხაზგასმულია სტრიქონები ქუთაისში ვაჟა-ფშაველას პირველი სტუმრობის შესახებ, არშიაზე წერია: „მეც ვიყავი – ერთად მიგვიწვიეს 1910 წ. 27 ოქტომბერი. ილიას საღამოზე“. გვ. 333. ხაზგასმულია: „საღამოს მონაწილეთა შორის მოეწვიათ ვაჟაც“, მიწერილია: „ჩამოხტა „კოლხიდაში“ – შეწუხებული იყო, არ მოსწონდა“. იქვე ქაღალდის ნაჭერი წარწერით: „ილიას საღამო. ქუთაისი. 1910. მე და ვაჟა ვიყავით. ღალღამ გაგვლანძღა, იხ. „საქმე“, 1910, № 34. ვაჟამ უპასუხა, იხ. „სახალხო გაზ.“ 1910, № 151. ღალღამ უპასუხა, „ახალი საქმე“, 1911 წ. № 23“. გვ. 334. მოხაზულია აბზაცი სადაც ვაჟა საყვედურობს აკაკიმ ენა დამიწუნაო, მიწერილია: „ამ დროს დაწერილი არა ჰქონდა ლექსი. აკაკის ლექსი დაიბ. „თემში“, 1913, № XXX“. გვ. 337. ხაზგასმულია: „ინტელიგენციის ერთმა ჯგუფმა მოიპოვა სახსარი და შეუდგა გაზეთის გამოცემას. გაზეთს ერქვა „კოლხიდა“, მიწერილია: „ფედერალისტებმა. (1911–)“. გვ. 341. აბზაცი მოხაზულია, მიწერილია: „კიტა და აკაკი“. გვ. 343. ხაზგასმულია: „კიტა აბაშიძე განათლების კომისარი იყოო“, მიწერილია: „განათლების?“ ფორზაცის მე-3 გვ.: „წიგნში კიდევ ბევრი თარიღული შეცდომებია. ზოგი უკვე აღნიშნა „ლიტ. გაზეთმა“, 1933, № 8 და ზოგსაც მეორე გამოცემისთვის შემოვინახავ, თუ შემეკითხა სახელგამი. ი. გრ“. სუპერის ბოლო გვერდზე: „ეგ. ნინოშ; გვ. 130 და ილიას საღამო, გვ. 333“ ER -