ვიტილიგოს სამკურნალო საშუალება და მისი მიღების ხერხი = MEANS FOR TREATMENT OF VITILIGO AND METHOD FOR ITS RECEPTION : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2006 3970 B : (51) A 61 K 35/36 (IPC, 2006) / ნატო დურგლიშვილი, ზურაბ კაკაბაძე, კოტე აფრიდონიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2006 11 10 N21. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; მუხლები: 4 დამოუკიდებელი; 11 დამოკიდებული.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

კანის ნაფლეთს ათავსებენ ეთილენდიამინტეტრააცეტატის მჟავას (EDTA) ხსნარში, რომელსაც ამატებენ რქოსანი საქონლის შრატს, ბაქტერიციდულ ანტიბიოტიკს, ბაქტერიოსტატიკურ ანტიბიოტიკსა და ფუნგიციდურ აგენტს. შემდეგ კანის ნაფლეთს გამორეცხავენ და ანაწევრებენ ფრაგმენტებად. ფრაგმენტებს ათავსებენ ტრიფსინისა და EDTA-ს ხსნარების ნარევში, რის შემდეგაც ფრაგმენტებს ათავსებენ ვორტექსში. მიღებულ მასას ათავსებენ EDTA-ს ხსნარში, ამატებენ ინსულინს, სტეროიდულ ჰორმონსა და ბაქტერიოციდულ ანტიბიოტიკს, რის შემდეგაც აცენტრიფუგირებენ. მიღებულ უჯრედულ სუსპენზიას ამატებენ ჰიალურონის მჟავას ხსნარს. მიღებული მასა წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც იყენებენ ვიტილიგოს სამკურნალოდ.

3970 ge B 2006-11-10 published Sakpatenti

მედიცინა ვიტილიგო სამკურნალო საშუალება დერმატოლოგია