მძიმე ტვირთების ასაწონი დიდბაქნიანი ელექტრონული სასწორი = Electronic Scales with a Big Platform for Weighing Heavy Loads : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2000 1927 B : (51) G 01 G 19/02 (IPC, 2006) / ზაზა გუგუშვილი, რევაზ სიგუა, ვენიამინ ჯაფარიძე, ლევან ახობაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1999 10 05 # 11. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; 1 დამოუკ. ; 1 დამოკ. ; მ. ; 1 ფიგ.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი
აწონვის სიზუსტის გაზრდა.
2. არსი
სასწორი შეიცავს სატვირთო ბაქანს 1, რომელიც ეყრდნობა ჰორიზონტალურ სიბრტყეში გადაადგილებად საყრდენებზე 3 მოთავსებულ გადამწოდებს 2, და დამაგრებულია საყრდენ ჩარჩოზე 6 ჰორიზონტალურად განლაგებული ბურთულსაკისრიანი წევრების 4 ბოლოებში საკისრებში ჩასმული ღერძების 5 საშუალებით. ამასთან, საყრდენი ჩარჩო და სატვირთო ბაქანი ერთმანეთთან დამატებით დაკავშირებულია დამჭიმი ზამბარებით და ერთი, ან მეტი, ბურთულსაკისრიანი, საყრდენ ჩარჩოზე დამაგრებული გორგოლაჭით 7, რომელიც მოთავსებულია სატვირთო ბაქანზე დამაგრებულ, ვერტიკალურ სიბრტყეში განლაგებულ ორ მიმმართველს შორის.
3.გამოყენების სფერო
გამზომი მოწყობილობები, კერძოდ, მძიმე ტვირთების ასაწონი საშუალებები.

1927 ge B 1999-10-05 published Sakpatenti

გამზომი მოწყობილობები ტვირთი სასწორი