ჩაის საკრეფი აპარატი "შარლოთ"
= Tea-Leaf Collecting Device : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1996 348 B : (51) A 01 D 46/04 (IPC, 2006) /
თამარ არჩვაძე, რაულ კუპრავა, შოთა არჩვაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1996 01 07 #3.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 348 გვ. ; ფიგურა: 8.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩაის ამორჩევითი ჭრა-ტეხვის, აგრეთვე, ბუჩქების ფორმირებისათვის. გამოგონების ტექნიკური შედეგია კონსტრუქციის გამარტივება, მუშაობის საიმედოობის გაზრდა და მისი ფუნქციური შესაძლებლობების გაფართოება. ჩაის საკრეფი აპარატი შეიცავს კორპუსში I დამაგრებულ მჭრელ და უკუმჭრელ მუშა ორგანოებს, ბუნკერს 6, მოჭრილი ყლორტების გამცალკევებელ სამარჯვს, ამასთან, მჭრელი მუშა ორგანო შესრულებულია კორპუსში I ბრუნვის შესაძლებლობით დამაგრებული დანებისა 4 ან ორი ურთიერთსაპირისპიროდ მბრუნავი დანების 4 სახით, ხოლო მოჭრილი ყლორტების გამცალკევებელი სამარჯვი შესრულებულია დანის 4 წახნაგის 5 სახით, რომელიც დახრილია დანის 4 მჭრელი ზედაპირის მიმართ 86-90-ით, ამასთან, უკუმჭრელი დანების 8 მუშა ზედაპირი დახრილია ბუნკერის მიმართ 25-35-ით, ხოლო ღრეჩო მჭრელ 4 და უკუმჭრელ დანებს 8 შორის რეგულირებადია, ამასთან, მჭრელი მუშა ორგანოს ორი ურთიერთსაპირისპიროდ მბრუნავი დანების 4 სახით შესრულებისას დანების მჭრელი ზედაპირი ნამგლისებური ფორმისაა, ხოლო უკუმჭრელი დანების 8 მუშა ზედაპირი დახრილია ბუნკერის 6 მიმართ 55-65-ით, ამასთან, უკუმჭრელი დანები 8 ორ სექციანია, რომელთა შორის მოთავსებულია ტიხარი 9.
348 ge B 1996-07-01 published Sakpatenti
სოფლის მეურნეობა მანქანათმშენებლობა ჩაის მრეწველობა საკრეფი აპარატი შარლოთ