სოიას თესლის ინოკულაციის ხერხი = Method for Inoculation of Soya Seeds : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 1180 B : (51) A 01C 1/12 (IPC, 2006) / ავთანდილ კორახაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 10.11.97. #14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 3 გვ. ;

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება სოფლის მეურნეობის დარგს, კერძოდ, პარკოსანი საკვები კულტურის - სოიას თესლის თესვისწინა ინოკულაციის ხერხს.
გამოგონების ტექნიკური შედეგია თესლის ხარისხის გაუმჯობესება და აღმოცენების პროცენტის გადიდება.
სოიას თესლის ინოკულაციის ხერხი, რომელიც ითვალისწინებს თესლების ირგვლივ მაკრო და მიკრო მინერალური სასუქების და კოჟრის ბაქტერიების აქტიური შტამების შემოკვრას ორი დამცავი აფსკით, რისთვისაც წინასწარ წარმოებს თესლის სკარიფიკაცია, რის შემდეგ თესლზე ჯერ დაიტანება კოჟრის ბაქტერიების წინასწარ, სოიას ჯიშების მიხედვით, შერჩეული აქტიური შტამები, რომელიც სახარინის 12%-იან წყალხსნარშია გახსნილი, ამის შემდეგ უკეთდება პირველი დამცავი აფსკი, პოლივინილის 20%-იანი წყალხსნარის გამოყენებით, შემდეგ დაიტანება ფოსფორიანი სასუი-სუპერფოსფატი და კალიუმის მარილი, შემდეგ ზედვე დაიტანება მიკრომინერალური სასუქები: ბორის მჟავა, მოლიბდენ+მჟავა ამონიუმი, გოგირდმჟავა თუთია და თერმიულად მოდიფიცირებული დიატომიტი. მიღებული კაფსულა პოლიკარბონატის 5%-იან წყალხსნარში ამოივლება მეორე დამცავი აფსკის შემოსაკრავად.

1180 ge B 1997-11-10 published Sakpatenti

სოფლის მეურნეობა პარკოსანი კულტურა ინოკულაცია სოია თესლი