მრავალტანიანი გემი = Multihull Ship : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 1216 B : (51) B 63 B 1/00 (IPC, 2006) / ჟან-ერიკ ენოლ, ფრანსუა ფორი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 10.11.97. #14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 15 გვ. ; 16 დამ. ფ. მ., 12 ფიგურა.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება მრავალტანიან გემებს, კერძოდ გემის წყალქვეშა ნაწილის სპეციალურ კონსტრუქციას, რომელიც გათვალისწინებულია მაღალი სიჩქარით მოძრაობისათვის.
გამოგონების ტექნიკური შედეგია გემის მართვის ხარისხისა და კომფორტულობის გაზრდა.
მრავალტანიანი გემი შეზღუდული განივი აღმდგენი მომენტით და წინ გადაადგილების შემცირებული წინაღობით შეიცავს ცენტრალურ ტივტივას, დაკავშირებულს არანაკლებ ორ გვერდით ტივტივასთან, რომელთა წყალწყვა ტოლია გემის მთლიანი წყალწყვის არაუმეტეს 20%-ისა, გარდა ამისა, გვერდით ტივტივებს გააჩნია მცირე ჩაყურსულობის ზედაპირი და მუდმივი კვეთი თავისი სიმაღლის უმეტეს ნაწილზე, ამასთან, გვერდითი ტივტივები დამაგრებულია სახსრულად და გააჩნია ღერძების ირგვლივ, ძალური ცილინდრებით გადაადგილების შესაძლებლობა. გვერდითი ტივტივების ჰორიონტალური კვეთის ფორმები ისეთია, რომ უკუმაბრუნი მომენტი, რომელიც წარმოიქმნება დახრის პროცესში, შეესაბამება, სულ მცირე ერთტანიანი გემის მცირე კუთხეებს.

1216 ge B 1997-11-10 published Sakpatenti

გემთმშენებლობა გემი