ლომოური, ნიკო, 1852-1915

მოთხრობები / ნიკო ლომოური ; ს. ხუციშვილის წინასიტყვაობით, შენიშვნებით და რედაქციით. - თბილისი : საბჭოთა მწერალი, 1951. - XIV, 376 გვ. : 2 ფურც. პორტრ. - ქართული კლასიკური ლიტერატურა .

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცზე: „ი. გრ. ვიყიდე 1951 წ. 29/IX“.
წიგნში დევს: 1. მოსაწვევი ბარათი ნ. ლომოურის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სიუბილეო საღამოზე 1952 წ. 28 მარტს. 2. 1930 წ. 27/VIII კალენდრის ფურცელი მინაწერით: „ნიკო ლომოურზე მოგონება მისი მოწაფის ილ. რუხაძისა. ავტორი ამბობს, რომ მოთხრობა „წუთისოფელი“, რომელიც 1900 წლის „მოამბეში“ იბეჭდებოდა ს. ო.-ას ფსევდ. ნიკოს ეკუთვნისო (იხ. „შადრევანი“, 1915 წ., № 18). ეს მოთხრ. დაიბ. სახელგამის გამოც. გვ. 199“. 3. ქაღალდის ნაჭერი ბიბლიოგრაფიული ცნობებით ნ. ლომოურის შესახებ.
გაზეთის ამონაჭრები: 1. „Заря Востока“-ს 1952 წ. 28 მარტის ნომრიდან ამოჭრილი ს. ჭილაიას წერილი „Нико Ломоури“. 2. ერ. ქარელიშვილის წერილი „ნიკო ლომოური“ მინაწერით: „კომუნისტი“, 1952 წ., № 75, 28 მარტი“. 3. ს. ხუციშვილის წერილი „ნიკო ლომოური“ მინაწერით: „ახალგ. კომ.“, 1952, № 39. 29 მარტი“. 4. გორის გაზეთის „სტალინელის“ 1952 წ. 2 მარტისა და 1 აპრილი ნომრები წერილებით ნ. ლომოურის შესახებ.


ლიტერატურა ქართული მწერლობა ქართული მოთხრობები

821.353.1-31