TY - BOOK AU - ბესიკი, AU - გორგაძე,სერგი TI - [თხზულებანი] T2 - ქართული კაზმულსიტყვიერების ბიბლიოთეკა PY - 1912/// CY - თბილისი KW - ლიტერატურა KW - ქართული მწერლობა KW - ქართული ლიტერატურა N1 - დართული აქვს ბეჭედი ფრანგულ ენაზე "საქართველოს რესპუბლიკის დელეგაცია", " Delegation de la Republique Georgienne "; ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. თავფურცელზე წარწერა: „ი. გრიშაშვილის ქართ. სიტყვა–კაზმულ მწერლობის საზოგადოებისგან. იქვე: „გრ. რცხილაძის ხელია. 1912 წ. 10/10 ი. გრ.“ ფორზაცზე: „ი. გრიშაშვილი. აქ მაჯნუნის ლექსებია. მაჯნუნი, გვ. 5, 48, 54. ანგელი, გვ. 13, პოსლანიკი, გვ. 176“. გვ. 3. ხაზგასმულია: „იაზედ“, მიწერილია: „იარზედ (იარი – საყვარელი)“. გვ. 9. ხაზგასმულია: „მკვდარი ბესიკი“ და მიწერილია: „იხ. გვ. 11“. სქოლიოში შენიშვნა, რომელიც ეხება ლექსს „მიჯნური“ – „ამოღებულია ზ. ჭიჭინაძის კრებულიდან (გვ. 56)“. და მიწერილია: „ეს ლექსი ზ. ჭ-ძემ ამოიღო „სალხინო საზანდრიდან“, იხ. გვ. 25 (1895 გამოც.)“. გვ. 19. ხაზგასმულია: „პავლეს თქმულისა!“ მიწერილია კითხვის ნიშანი და „იქნება“. გვ. 21. სქოლიოში ხაზგასმულია: „ჭიჭინაძის გამოცემაში (გვ. 55)“ და მიწერილია: „სალხინო საზანდარი“, გვ. 17“. გვ. 27. ლექსის ბოლოს „*) აკლია ბოლო, რომელიც მოთავსებულია „სალხინო საზანდარის“ 37 გვ-ზე“. გვ. 40. ხაზგასმულია: „ზ. ჭიჭინაძის“ და მიწერილია: „სალხინო საზანდარში“. გვ. 44. ხაზგასმულია ლექსში სიტყვა „ლიმენს“, მიწერილია: „ნავთსაყუდელი? სადაური ლიმენი?“ მომდევნო სტროფში ხაზგასმულია: „ლალს მოეცვა ბარაინის დარანი“, მიწერილია: „იხ. ლექსიკონი, 228. ბარაინი, ალბად ადგილის სახელი იქნება, ან წყლისა, რადგან ლალი შეიძლება დარანში იყოს“. 228-ე გვ. ხაზგასმულია „ბარა“ და მიწერილია: „გვ. 3“. გვ. 51. ხაზგასმულია: „შაჰშრა“, მიწერილია: „შაშპრა?“. გვ. 62. პოემის „ასპინძის ომზედ“ სათაურთან: „ბესიკია?“. გვ. 100. ხაზგასმულია: „თვალის მიდამო შეთითა“, მიწერილია: „ე. ი. ხელი მიიფარა თვალებზე, მოიჩრდილა“. გვ. 105. სიტყვაში „ძალუა“ მოხაზულია „ძ“. მიწერილია: „ალბად აქ რძალუა უნდა“, ხაზგასმულია: „სალუას“, მიწერილია: „სალი – გული“. გვ. 107. მოხაზულია: „საათში“, მიწერილია: „საათი როდის შემოვიდა საქართველოში? ბესიკისაა“. გვ. 183. ლექსის „მზე-ჭაბუკ ორბელიანს“ არშიაზე: „ეს ლექსი დაბეჭდილია აკაკის „კრებულში“, 1900 წ., № 1. გვ. 69“. გვ. 204. სქოლიოში ხაზგასმულია: „ზ. ჭიჭინაძის გამოცემაში ეს ლექსი დაბეჭდილია მე-28 გვერდზე“. იქვე მინაწერი: „იხ. სალხ. საზანდარი“. გვ. 205. ლექსის „გიშრის ნავნი“ ბოლოს ფანქრით: „დიმიტრი თუმანოვის ლექსია“. გვ. 206. ლექსის „მშვენიერთა ხელმწიფევ“ – სათაურთან: „ა. ჭ-ძესაც აკუთვნებენ“. სქოლიოში ხაზგასმულია: „ზ. ჭიჭინაძეს ეს ლექსი მოთავსებული აქვს...“. მიწერილია: „სალხ. საზ.“ გვ. 207. ლექსის – „მშვენიერთა ხელმწიფევ“ – ბოლოს ფანქრით: „ეს ლექსი მოთავსებულია ალ. ჭავჭავაძის „ლექსთა კრებულში“. გვ. 114. მოვათავსებ ჩემს გამოცემაშიც. ი. გრ. 1925. 10/VI“. გვ. 228. სიტყვათა განმარტებაში: „დარანი, გამოღრუტნული კლდე ან მიწა“, მიწერილია: „(წყალში)“. გვ. 229. ხაზგასმულია: „მასმორი, კუკულა“. მიწერილია: „მაყალი“. გვ. 232. ხაზგასმულია: „ფორი, იხ. ფონი“. ფანქრით: „ფირი“. სიტყვათა განმარტების ბოლოს მიწერილია: „(გამოტოვებული სიტყვები: ხინკალი; ქუმელი; წვივი; ხენეში, დამპალი (სომხ.); ყიზილბაში (საკუთრივ)-წითელთავიანი; ქურთუკი [ფანქრით, მიწერილია „სურთუკი“]; ფირი – სახე, ნიშანი ალამზე; მყარი – მაგარი, მტკიცე; მარალი, ტეირანი; ზარიფი, სათუთი, ნაზი; ერანი; ალთაფა; ყალია; საფირონი; მარმარი – მარმარილო; თუჟი – თუთიყუში, ზორაყი; ჭოგრი – დურბინდი; ნიშაბური – ქალაქია სპარსეთში; მანგი – მთვარის სახე, აგრეთვე ქვა ძვირფასი; თანგი ანუ თარანგი – ხმალთა და თავთა სალტე; რაზი – თანხმობა; მალალი – хрупкий; ფოლორცი, გვ. 103, 105“. სარჩევში გვ. II. ლექსთა სათაურებს: „მშვენიერთა ხელმწიფევ“; „პირ ზამბახნი“; „შევკრთი როს ვნახე“; „რხევით ნაზო“ – აქვს მინაწერი: „სკანდარ.“ ხაზგასმულია ცალკეული სიტყვები სქოლიოში, ლექსში, მოხაზულია ადგილები, მიწერილია კითხვის ნიშანი. წიგნში ჩადებულია: 1. გაზეთის ამონაჭერი „ბესიკის გარდაცვალების 150 წლისთავისათვის“. არშიაზე: „კომ.“, 1940, 6 ივნისი“. 2. ქაღალდის ნაჭერი მინაწერით: „ბესიკის ორი ლექსი“. („ივერია“, 1889, № 198), პუბლიკაცია – ეგრი-ს (თედო ჟორდ.)“. 3. მოსაწვევი ბარათი ბესიკის გარდაცვალების 150 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე, მინაწერით: „ბესიკის ლექსების დეკლამაცია – ი. გრიშაშვილი“. 4. ქაღალდის ნაჭერი მინაწერით: „ზ. ჭ-ძე ბესიკზე (იხ. „თეატრი“, 1885, № 4, გვ. 41, განყ. „ჩვენებური ამბები“)“. ER -