სათბური = HOTHOUSE : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2011 5299 B : (51) A 01 G 9/14 (IPC, 2006) / ბექა თოფურია, გურამ თოფურია. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2011 10 10 #19. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 10 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიგურა: 7.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სათბური შეიცავს კარკასს, რომელიც გარედან დაფარულია სასათბურე გადასახური პოლისტიროლის დამცავი ფირით 7 და 11. კარკასი შედგება ნიადაგში ჩამაგრებული პოლიპროპილენის დახშული 1 და წყალგამტარი საყრდენი მილებისაგან 2 და 3, რომლებზედაც ზემოდან დამონტაჟებულია ერთმანეთთან შეერთებული წყალგამტარი გრძივი 4 და განივი 5 მილები. წყალგამტარ გრძივ მილებს შორის მოთავსებულია და მათთან შეერთებულია ერთმანეთის მიმართ პარალელურად განლაგებული წყალმიმღები განივი მილები 17, რომლებსაც მთელ სიგრძეზე ქვემოთა ნაწილში გააჩნია ცენტრალური 18 და მათ მიმართ ორივე მხარეს არსებული გვერდითი 19 და 20 ნახვრეტები. წყალგამტარ გრძივ მილებზე დამაგრებულია თაღური გადახურვისათვის გათვალისწინებული მილები 6.

5299 ge B 2011-06-10 published Sakpatenti

საკულტივაციო ნაგებობები სოფლის მეურნეობა მშენებლობა მებაღეობა