TY - BOOK AU - ხუციშვილი, შოთა ED - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი TI - საფრენი აპარატი "შოთა"სპეციალური ხრახნით PY - 0000///პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (451999/// 11 05. CY - ქ. მცხეთა PB - საქპატენტი KW - ავიაცია KW - საფრენი აპარატი KW - ხრახნი KW - შოთა N1 - – პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე N2 - საფრენი აპარატი აღჭურვილია ფრენისას მისი მდგრადობის უზრუნველმყოფი მოწყობილობით, რომელიც შეიცავს საკიდ, საფრენი აპარატის სიმეტრიის სიბრტყეში მართვად სატვირთო ნაკვეთურს 8 და სპეციალურ საჰაერო ხრახნებს ფრენისას ცვალებადი ბიჯით, ცვალებადი დიამეტრითა და გრეხილი ფრთებით ფრენისას მდგრადობის უზრუნველმყოფი მოწყობილობა განლაგებულია საფრენი აპარატის კორპუსის ქვედა ნაწილში და შესრულებულია რელსის სახით, რომელიც მოღუნულია საფრენი აპარატის მასის ცენტრის ახლომდებარე, სიმრუდის ცენტრის მქონე წრეხაზის რკალზე და შეიცავს საგორავებს 9, რელსთან და საცვლელი საკიდი კონტეინერის სახით შესრულებულ სატვირთო ნაკვე-თურთან ურთიერთმოქმედი სამუხრუჭე საშუალებებით. სპეციალური საჰაერო ხრახნების ფრთები შესრულებულია ერთმანეთთან ტელესკოპურად შეერთებული და ერთმანეთის მიმართ მიმმართველებში გრძივი გადაადგილების შესაძლებლობის მქონე შიდა და გარე ნაწილებისაგან. გარდა ამისა, ფრთები აღჭურვილია მობრუნებისა და მართვის სისტემიდან გრეხვის ცვლის საშუალებებით. ძალოვანი დანადგარის მეშვეობით რეჟიმებისა და ფრენის პირობების ცვლილებისას მართვის სისტემიდან შეიძლება მიწოდებულ იქნეს სიგნალები ხრახნის დიამეტრის, ბიჯისა და ფრთების გრეხის ცვლილების შესახებ, რითაც მიიღწევა ძალოვანი დანადგარის მქკ-ის გაზრდა, ხოლო სატვირთო ნაკვეთურის მასის გადაადგილება წრე-ხაზის რკალზე იძლევა საფრენი აპარატის მდებარეობის მართვის შესაძ-ლებლობას, საფრენი აპარატის სიმეტრიის ვერტიკალურ სიბრტყეში UR - http://www.sakpatenti.gov.ge/ka/search_engine/search/1/ ER -