სიჩქარეთა კოლოფი = GEARBOX : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2013 5894 B : (51) F 16 H 3/36 (IPC, 2006) / გელა ყიფიანი, მერაბ ბიბილური, მალხაზ ნიკოლაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2013 07 25 # 14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი.ფიგურა: 5.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სიჩქარეთა კოლოფი შეიცავს კორპუსს 1, წამყვან და ამყოლ ლილვებს 2 და 3, წამყვან და ამყოლ კბილანებს 4 და 5, წამყვან და ამყოლ კბილანებს შორის მოთავსებულ შუალედურ კბილანებს 6, უკუ სვლის კვანძს. ამასთან, კოლოფი აღჭურვილია გადაცემის შესაბამის წამყვან და ამყოლ კბილანებთან თითოეული შუალედური კბილანის პერიოდულად მოდების მექანიზმით, რომელიც შესრულებულია კორპუსის მიმმართველში მოძრავი ფილის სახით, რომელზეც თანმიმდევრობით განლაგებულია მუშტები, მათზე ჭოკიანი გორგოლაჭის გადაგორებით ჭოკის მეორე ბოლოზე დამაგრებული შუალედური კბილანის გადაცემის შესაბამის წამყვან და ამყოლ კბილანებთან მოსადებად. გარდა ამისა, მოძრავი ფილა და თითოეული ჭოკი აღჭურვილია საწყის მდებარეობაში დამაბრუნებელი ზამბარით.

5894 ge B 2013-07-25 published Sakpatenti

მანქანათმშენებლობა სიჩქარე კოლოფი სატრანსპორტო საშუალება დაზგა-დანადგარები