პასტერიზატორი = PASTEURIZER : გამოგონების პატენტი = Patent for invention :(11) GE P 2011 5204 B : (51) C 12 H 1/16 (IPC, 2006) / გივი გუგულაშვილი, თამაზ მეგრელიძე, ზურაბ ჯაფარიძე, ეთერ სადაღაშვილი, სოფიკო მღებრიშვილი, თამარ მამაცაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2011 04 11 # 7. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 1.

პასტერიზატორი შეიცავს კოლოფს, რომელიც ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული ტიხრის 3 საშუალებით გაყოფილია ზედა 5 და ქვედა 6 სექციებად. ზედა სექციას გააჩნია მაცივებელი წყლის მიმყვანი 7 და გამომყვანი 8 ვენტილებიანი მილგაყვანილობა, ხოლო ქვედა სექციას – დასამუშავებელი სითხის მიმყვანი 9 და გამომყვანი 10 ვენტილებიანი მილგაყვანილობა. ტიხარზე ხისტად დამაგრებულია თბოგადამცემი ელემენტები, რომლებიც მოთავსებულია კოლოფის ზედა და ქვედა სექციებში. თბოგადამცემი ელემენტები შესრულებულია ტელესკოპური მილების 15, 16 და 17 სახით, რომელთა კიდურა მილები ერთმანეთთან დაკავშირებულია ზამბარით 18 და მათ შიგა სივრცეში ჩასხმულია ადვილად აქროლადი მუშა აგენტი. პასტერიზატორი დამატებით აღჭურვილია ქვედა სექციაში თბოგადამცემი ელემენტების ქვემოთ მოთავსებული მინის კედლით 11 და ინფრაწითელი გამოსხივების ნათურებით 12.

5204 ge B 2011-04-11 published Sakpatenti

პასტერიზაცია ალკოჰოლიანი სასმელები სტერილიზაცია სასმელები რძე ღვინო ლუდი