დაძველებული შამპანურის წარმოების რეზერვუარული ხერხი = Method for Production of Matured Champagne in a Tank : გამოგონების პატენტი = Patent for invention :(11) GE P1995 139(4836160) B : (51) C 12 G 1/06 (IPC, 2006) / სტურუა ზურაბ შალვას ძე, გურამ ნანეიშვილი, ფელიქს ქერაშვილი, ემერი ბერაძე, ანზორ ბუხაიძე, ფელიქს ქერაშვილი, ემერი ბერაძე, გურამ ნანეიშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 26.12.1994 w. N2 . - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; 1 ნახ.

გამოგონება განეკუთვნება ღვინის მრეწველობას, კერძოდ შამპანური ღვინის წარმოებას. ხერხი ითვალისწინებს ტირაჟული ნარევის მომზადებას, საშამპანურე ღვინომასალების მეორად დუღილსა და მის დაძველებას, რაც ხორციელდება ჰორიზონტალური ღერძის გარ-შემო ბრუნვის შესაძლებლობის მქონე რეზერ-ვუარში. ამასთან, მეორადი დუღილი მიმდი-ნარეობს ერთი თვის განმავლობაში დღეში 3_4-ჯერ 30 წუთის განმავლობაში რეზერვუ-არის ბრუნვის საშუალებით მორევით, ხოლო დაძველება _ ხუთი თვის განმავლობაში, რომელთაგან ოთხი თვის მანძილზე ღვინოს ურევენ დღეში 3_4-ჯერ 30 წუთის განმავლობაში რეზერვუარის ბრუნვით. დაძვე-ლების მეოთხე თვეს ღინო ცივდება 30_35ºჩ ტემპერატურამდე 20_30 წუთით და ცივდება ბუნებრივი პირობებით სათავსში არსებუ-ლი გარემოს ტემპერატურის ხარჯზე. დაძვე-ლების მეხუთე თვეს ღვინოს ხელშეუხებლად ტოვებენ, ლექს აციებენ და ფილტრ-წნეხის გავლით უშვებენ ჩამოსასხმელად.

139(4836160) ge B 1994-12-25 published Sakpatenti

მეღვინეობა შამპანური ღვინო კვების მრეწველობა ალკოჰოლიანი სასმელები სასმელები