შემაგრებული ღვინომასალის წარმოების ხერხი = Method for Production of Fortified Wincmaterial : გამოგონების პატენტი = Patent for invention :(11) GE P 1995 235(4934714) B : (51) C 12 G 3/06 (IPC, 2006) / ალექსანდრე თანდილაშვილი, თეიმურაზ გულიაშვილი, ზურაბ სტურუა, ნიკოლოზ მუხუზლა, ჯუმბერ მამულაშვილი, ვასილ რჩეულიშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1995-12-25. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 1 გვ. ;

გამოგონება განეკუთვნება ღვინის მრეწველობას, კერძოდ, შემაგრებული ღვინომასალის წარმოების ხერხს. გამოგონების ტექნიკური შედეგია მზა პროდუქტის ხარისხის ამაღლება. ხერხი ითავლისწინებს ყურძნის ჭყლეტას კლერტის მოშორებით, ჭაჭისაგან თვითდინებით გამოსული ტკბილის გამოცალკევებას, ნაწნეხი ფრაქციების შეტანას, ტკბილის ლექიდან მოხსნას, ტკბილის დასპირტვას, მის კუპაჟირებას ყურძნიდან გამოწურული ჭაჭის ღვინო-სპირტის ექსტრაქტთან, ღვინომასალის დაძველებას და ფილტრაციას. ჭაჭა ექვემდებარება დაწრეტას, ამასთან ნაწრეტ ჭაჭაში შეიტანება ნაწნეხი ფრაქციები და ნარევის დუღილი მიმდინარეობს მშრალად კუპაჟირების დროს დამატებით შეიტანება დასპიტული ტკბილი ტკბილთან 1,2-3,0 შეფარდებით, ყურძნის ჭაჭის ღვინოსპირტიანი ექსტრაქტი გამოიყენება 7-9% რაოდენობით ტკბილთან შეფარდებით, ხოლო დაძველების წინ კუპაჟს ემატება მაგარი სასმელების დაძველების პროცესის დამაჩქარებელი ექსტრაქტი 5-7% რაოდენობით, რომელიც მიიღება ექსტრაგენტის ყურძნის წიპწაზე დაყენებითა და ერთწლიანი დაძველებით.

235(4934714) ge B 1995-12-25 published Sakpatenti

მეღვინეობა ღვინომასალა ალკოჰოლიანი სასმელები სასმელები