სუფრის მშრალი წითელი ღვინის მიღების ხერხი = Method for Production of Table Dry Wine : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 2003 1003 Y : (51) C 12 G 1/02 (IPC, 2006) / თამაზ კობაიძე, გიორგი ჩახუნაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2003 07 10 # 13. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ;

ხერხი ითვალისწინებს საფერავის ჯიშის ყურძნის კლერტის გაცლას, მის დაჭყლეტას დურდოს მიღებით, მიღებული დურდოს წინასწარ გამოწნეხვას ტკბილის და დურდოს განცალკევებით, რის შემდეგაც მიღებულ ტკბილს უტარდება სულფიტაცია გოგირდოვანი ანჰიდრიდით, ხოლო დურდო თავსდება საფერმენტაციო კამერაში. მიღებული ფერმენტირე- ბული დურდო შეიტანება სულფიტირებულ ტკბილში ალკოჰოლური დუღილისათვის. შემდეგ წარმოებს ღვინომასალის დურდოდან მოხსნა თვითნადენი და გამოწნეხილი პირველი ფრაქციის მიღებით, ბოლომდე დადუღება, შევსება ანალოგიური ღვინომასალით. შემდეგ ხორციელდება ღვინომასალის დაყოვნება 15-20 C ტემპერატურაზე 5-30 დღის განმავლო- ბაში და ლექიდან მოხსნა. ეგალიზაციის შემდეგ ხდება დაყოვნება 20-30 დღის განმავ- ლობაში, რის შემდეგაც წარმოებს ღვინის ფილტრაცია, გადაღება და ჩამოსხმა.

1003 ge Y 2003-07-10 published Sakpatent

ალკოჰოლიანი სასმელები სასმელები მეღვინეობა ღვინო