ჩაის ფოთლის საღნობი მანქანა = MACHINE FOR WITHERING TEA LEAVES : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2008 4565 B : (51) A 23 F 3/00 (IPC, 2006) / თემურ რევიშვილი, გივი გოლეთიანი, თამაზ მეგრელიძე, გივი გუგულაშვილი, ბახვა დოლიძე, ლედი გალოგრე, ზურაბ ჯაფარიძე, ზაზა შუბლაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2008 12 10 #23. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიგურა: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მანქანა შეიცავს მართკუთხა ფორმის ჰერმეტულ კორპუსს 1 ჩაის ფოთლის ჩამტვირთავი 3 და მომღნარი ფოთლის განმტვირთავი მოწყობილობებით, მუშა აგენტის მიმყვან 4-9 და ნამუშევარი ჰაერის გამომყვან 10-12 მოწყობილობებს. კორპუსი განლაგებულია ვიბროამძრავის 22 მქონე ჩარჩოზე 21, ამასთან, კორპუსის ძირში, მის ორ ურთიერთმოპირდაპირე კედელში მთელ სიგანეზე შესრულებულია ფანჯრები 13 და 14, რომლებიც განლაგებულია მუშა აგენტის მიმყვანი მოწყობილობის თავზე. მომღნარი ფოთლის განმტვირთავი მოწყობილობა წარმოადგენს წამყვან 15 და ამყოლ 16 ვარსკვლავებზე გადადებულ ჯაჭვს 17 მასზე დამაგრებული ფირფიტებით 18. ჯაჭვის მუშა შტო მოთავსებულია კორპუსის ფანჯრებში ისე, რომ ფირფიტები განლაგებულია კორპუსის ვერტიკალური კედლების გასწვრივ და გააჩნია ფანჯრებში გადაადგილების შესაძლებლობა.

4565 ge B 2008-12-10 published Sakpatenti

კვების მრეწველობა ჩაის წარმოება ჩაის გადამმუშავებელი მანქანები