ბორ-11 იზოტოპით მაღალგამდიდრებული სამფტორიანი ბორის მისაღები დანადგარი
= Device for Production of Trifluoride Boron Highly Enriched in Boron-11 Isotope : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 1204 B : (51) B 01 D 59/28 (IPC, 2006) /
ალექსანდრე გალუსტიანი, გივი ფარცახაშვილი, ნუგზარ ასათიანი, თეიმურაზ აბზიანიძე, ალფეს ფიფია, ელენე ოზიაშვილი, უშანგი აქიაშვილი, არსენ ეგიაზაროვი, არტიომ შაუმიანი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 10.11.97 # 14.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 2 გვ. ; 1 ფიგ.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება ქიმიის დარგს, კერძოდ იზოტოპების დაცალკევების ფიზიკურ-ქიმიურ მეთოდებს. გამოგონების ტექნიკური შედეგია ბორ-11 იზოტოპის მიღების პროცესის წარმადობის გაზრდა და თვითღირებულების შემცირება. გამოგონების არსია ის რომ იზოტოპ ბორ-11-ით მაღალგამდიდრებული სამფტორიანი ბორის მისაღები დანადგარი შედგება სარექტიფიკაციო სვეტის, კონდენსატორისა და კუბსაორთქლებლისგან, დამატებით შეიცავს ქიმიური გაცვლის საფეხურს, აბსორბერს, დესორბერს, მზა პროდუქციის რეზერვუარს, რომლის ზედა ნაწილი დაკავშირებულია სარექტიფიკაციო სვეტის კუბ-საორთქლებელთან, სარექტიფიკაციო სვეტის ქვედა ნაწილი კი-ქიმიური გაცვლის საფეხურის ამოწვლილვის სექციასთან. ამასთან, იზოტოპ ბორ-11-ით გამდიდრებული სამფტორიანი ბორის გამოსაყვანი ვენტილი სარექტიიკაციო სვეტის ზედა ნაწილშია, ხოლო ბორ-10-ით გამდიდრებული სამფტორიანი ბორის გამოსაყვანი ვენტილი-სარექტიფიკაციო სვეტისა და ქიმიური გაცვლის საფეხურის ქვედა ბოლოში.