დანადგარი ბეტონისა და რკინაბეტონის საფეხურების დასამზადებლად = DEVICE FOR PRODUCTION OF CONCRETE AND REINFORCED CONCRETE STEPS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2000 1991 B : (51) B 28 B 7/00 (IPC, 2006) / ნანი ტაბატაძე, იროდიონ ტაბატაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2000 02 10 # 3. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; 6 ფიგურა.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი
ნაკეთის ხარისხის ამაღლება, მწარმოებლურობის გაზრდა და ნედლეულის დანახარჯის შემცირება.
2. არსი
დანადგარი შეიცავს ძირს 1, დგარებით 2, ძირზე დაყენებულ ვიბრატორებს 15, ორადგილიან ფორმას ქვეშით 12, გაყოფილს ვერტიკალური ტიხრით 13 დგარებთან სახსრულად მიმაგრებული გრძივი ბორტებით 4, გრძივი ბორტები აღჭურვილია გარეთ გადახრილი დამატებითი გრძივი კედლებით 5, რომლებიც ქმნის ჩასასხმელ ძაბრს 6 და შესრულებულია საფეხურების სისქის შემზღუდველისა და მიმჭერი ხრახნიანი საკეტ-ფიქსატორის 9 შემცველი, სიცარიელის შემქმნელი გადასახსნელი კუთხოვანი კოლოფის სახით. კოლოფებში მოთავსებულია ელექტროსახურებელი ელემენტები 10.
3. გამოყენების სფერო
მშენებლობა, კერძოდ კიბის საფეხურების დამზადება.

1991 ge B 2000-02-10 published Sakpatenti

მშენებლობა საფეხურები კიბე დანადგარი ბეტონი რკინაბეტონი