ცვალებადი გეომეტრიის ხრახნი = VARIABLE GEOMETRY PROPELLER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2009 4717 B : (51) B 64 C 27/32 IPC, 2006) / შოთა ხუციშვილი, რაულ თურმანიძე, ნოდარ ჯოჯუა, მარიკა ბერიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2009 06 25 #12 . - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 11 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი 1 დამოკიდებული; ფიგურა 5.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ხრახნი შეიცავს გონდოლაში 1 ჩასმულ სამარშო ძრავს 2 რედუქტორით 3, რომლის ღერძზე 4 დასმულია მილისი 5 და ამ მილისზე შემობრუნების შესაძლებლობით ფრთის- უძრავი, შიგა ნაწილის ლონჟერონი 7. შიგა ნაწილზე გრძივი გადაადგილების შესაძლებლობით დასმულია ფრთის გარე ნაწილი 8, რომელიც დაკავშირებულია უძრავ ნაწილთან წინასწარ დაჭიმული ბაგირით 9 . ბაგირის ერთი ბოლო მიბმულია ფრთის გარე ნაწილზე,ხოლო მეორე ბოლო პოლისპასტის ბლოკების 10 გავლით დამაგრებულია მილისის კორპუსზე. გარე ნაწილზე დამაგრებულია მეორე ბაგირი 11, რომელიც ლონჟერონის ბოლოზე დასმული შკივის 12 მეშვეობით უკავშირდება ჯალამბარს 13, მილისში განთავსებულია ჰიდროცილინდრი, რომელიც დაკავშირებულია ჰიდროპნევმოაკუმულატორთან, გარდა ამისა, ხრახნი აღჭურვილია ფრთის გარე ნაწილის მგრეხი მექანიზმით.

4717 ge B 2009-06-25 published Sakpatenti

ავიაცია თვითმფრინავი ვერტიკალურად ამფრენი აპარატი ვერტიკალურად დამჯდომი აპარატი