კომპოზიცია მოპირკეთების სამუშაოებისათვის = Composition for Facing Works : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 19971998 968 B : (51) C 04 B 26/04 (IPC, 2006) / ნანა ჯანაშვილი, ალექსანდრე გოგია, დავით გაგუნაშვილი, დიმიტრი ტყეშელაშვილი, მაყვალა მეკოკიშვილი. - ქ. მცხეთა: საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 15 05 97 # 7. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ცხრილი: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება საშენ მასალათა მრეწველობას და შეიძლება გამოყენებული იქნეს შენობების შიდა და გარე დეკორატიული მოპირკეთებისათვის.
გამოგონების ტექნიკური შედეგია კომპოზიციის შემადგენლობიდან პიგმენტების გამორიცხვა, სტაბილურობის გაზრდა, ტექნოლოგიის გამარტივება, მისი გამოყენების შესაძლებლობის მიღწევა შიგა და გარე მოპირკეთებისათვის.
ტექნიკური შედეგი მიიღწევა იმით, რომ დივინილსტიროლური ლატექსის, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილის, ტიტანის ორჟანგის, წყლის და სილიციუმორგანული ნაერთი შემცველი კომპოზიცია სილიციუმორგანული ნაერთის სახით შეიცავს ტეტრაეთოქსისილანს და დამატებით კაოლინს და ბუნებრივი ფერადი ქვების (მაგ. მარმარილოსმაგვარი კირქვები) ფქვილს ხვედრითი ზედაპირით 8500 - 9000 სმ2/გ, კომპონენტების შემდეგი თანაფარდობით, მას. %:
დივინილსტიროლური ლატექსი 42-45
კარბოქსიმეთილცელულოზას
ნატრიუმის მარილი 0,7-0,8
ტეტრაეთოქსისილანი 0,14-0,20
ტიტანის ორჟანგი 5,0-5,6
კაოლინი 17,5-18,5
ბუნებრივი ფერადი ქვების
ფქვილი 17,0-18,0
(მაგ. მარმარილოს მაგვარი კირქვები)
წყალი - დანარჩენი

968 ge B 1997-05-15 published Sakpatenti

კომპოზიცია მოპირკეთება სამშენებლო მასალები მშენებლობა