მაგარი სასმელის დამზადების ხერხი = Method for Production of Strong Drinks : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 1996 81 Y : (51) C 12 G 3/04 (IPC, 2006) / ვაჟა ხოსიტაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 01.06.1996 # 2. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 3 გვ. ;

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სასარგებლო მოდელი განეკუთვნება ალკოჰოლური სასმელების წარმოებას, კერძოდ, მაგარი სასმელის მიღების ტექნოლოგიას.
სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია სასმელის დამზადების პროცესის დაჩქარება, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და მისი გაიაფება.
სასმელის დამზადებისას დაფქულ წიწვს ათავსებენ რეაქტორში, ასხამენ 2% -იან შეტუტიანებულ წყალს თანაფარდობით 1 : 3 და აწარმოებენ მის ექსტრაქციას 2,5 - 3 სთ-ის ხანგრძლივობით, შემდეგ მასას აციებენ, ფილტრავენ, ანეიტრალებენ, ხელმეორედ ფილტრავენ და მიღებული ექსტრაქტი 4,5 - 5 მოც.% -ის რაოდენობით შეაქვთ 42 მოც.% -იან ნაზავში, რომელშიც წინასწარ შეტანილია შაქრის სიროფი 0,6 - 0,8 მოც.% -მდე, ინტენსიურად ურევენ, მიღებულ მასას აყოვნებენ 5 - 10 დღე - ღამის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ ფილტრავენ და ხელახლა აყოვნებენ 20 - 25 დღე - ღამე.

81 ge Y 1996-06-01 published Sakpatenti

ალკოჰოლური სასმელები მაგარი სასმელი სასმელები