ალკოჰოლური სასმელის დამზადების ხერხი = Method for Production of Alcoholic Drink : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 1995 55 Y : (51) C 12 F 3/08 (IPC, 2006) / ვაჟა ხოსიტაშვილი, ლევან ხოსიტაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 02 09 95 # 2. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ;

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სასრგებლო მოდელი განეკუთვნება ალკოჰოლური სასმელების წარმოებას.
სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია ალკოჰოლური სასმელების დამზადების გამარტივების, პროდუქტის დანაკარგების შემცირებისა და გაიაფების შესაძლებლობა.
ხერხი ითვალისწინებს ღვინის ლექის გამოხდას, ნედლი სპირტის მიღებას, გამოხდილი ან რბილი წყლით განზავებას (40-41) მოც%, ამასთან ლექის გამოხდას აწარმოებენ მუდმივი მორევით. გამოხდის შემდეგ ლექის ცხელ მასას მუდმივი მორევით უმატებენ ტუტის იმ რაოდენობას, რომ მასა შეტუტიანდეს 1,5-2,5%-მდე. აცხელებენ და ურევენ 55-90 წუთის განმავლობაში, შემდეგ აციებენ, ანეიტრალებენ მარილმჟავას საშუალებით, ფილტრავენ განზავებულ სპირტში შეაქვთ მიღებული ექსტრაქტი (40-41) მოც% 4 - 5%-ის რაოდენობით და შეაქვთ შაქრის ხსნარი იმ რაოდენობით, რომ მისმა საერთო შაქრიანობამ მიაღწიოს 1-1,5%-ს. კუპაჟს ურევენ, და აყოვნებენ 5-10 დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ ფილტრავენ და კუპაჟს აყოვნებენ 3-4 თვეს. შემდეგ ფილტრავენ და ჩამოასხამენ.

55 ge Y 1995-12-25 published Sakpatenti

ალკოჰოლური სასმელები სასმელი ღვინის ლექი ნედლი სპირტი