მოძრავი შენობა = COLLAPSIBLE BUILDING : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2010 5041 B : (51) E 04 B 1/343 (IPC, 2006) / ალანი ბოუჩეინ, ვერონიკ ბოუჩეინ. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2010 07 12 №13. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 12 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 2 დამოკიდებული. ფიგურა: 5.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

შენობა შეიცავს გარემომცველ სივრცეში აგებულ, სულ მცირე, ერთ სართულს 1-3, მის ქვემოთ დახურულ სათავსს 4, რომელიც ჩადგმულია ჰიდრავლიკური ბალასტის შემცველ რეზერვუარში 5, ვერტიკალური გადაადგილების საშუალებებს შენობის გადასაადგილებლად გარემომცველ გარემოში არსებულ მის საწყის პოზიციასა და დაცულ პოზიციას შორის. გარემომცველ გარემოს წარმოადგენს ხმელეთი და შენობის აღნიშნულ საწყის პოზიციას შეესაბამება პოზიცია, როდესაც შენობის, სულ მცირე, ერთი სართული აღმართულია მიწის დონზე და დახურული სათავსი დაცლილია ბალასტისაგან, ხოლო აღნიშნულ დაცულ პოზიციას - როდესაც შენობა ჩაშვებულია მიწაში, მიწის დონის დაბლა და დახურული სათავსი შევსებულია ბალასტით. ვერტიკალური გადაადგილების საშუალებებს წარმოადგენს დახურული სათავსის კედელის გარე მხარეს ან რეზერვუარის კედლის შიგა მხარეს დამაგრებული ბორბლების 8 სიმრავლე, შენობის მიმართული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, და რეზერვუარში განთავსებული სატუმბო დანადგარი. შენობა დამატებით შეიცავს ტექნიკურ სათავსოებს 6, რომლებიც ჩაფლულია გარემომცველ გარემოში, უძრავად მიერთებულია რეზერვუარის კედელთან და აქვს უბანი კატასტროფის დროს ჩამოყრილი მასალების მოსათავსებლად და სათადარიგო გასასვლელი.


5041 ge B 2010-07-12 published Sakpatenti

მშენებლობა შენობა წყალდიდობა მიწისძვრა