საკვლევი ობიექტის ზედაპირზე შუქსატარის დამაგრების ხერხი = Method for Fastening Light Guide on the Surface of the Object in Question : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 1997 158 Y : (51) G 01 B 11/16 (IPC, 2006) / ალექსანდრე ნატროშვილი, ლერი ზამბახიძე, ზურაბ ჩომახიძე, ჯემალ ბახტაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997-01-29 # 1. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ;

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სასარგებლო მოდელი განეკუთვნება გამზომ ტექნიკას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვლევ ობიექტზე ბოჭკოვან - ოპტიკური შუქსატარის დამაგრებისათვის.
მოდელის ტექნიკური შედეგია შუქსატარის დიდ ფართობზე დამაგრების შესაძლებლობა, ამასთან, მატულობს გაზომვის სიზუსტე და კლებულობს შრომის დანახარჯები.
ხერხი თავდაპირველად, ითვალისწინებს საკვლევი ობიექტის ზედაპირზე შუქსატარის ფორმის შემოხაზვას, მაგალითად ლაბირინთული სპირალის სახით, და შუქსატარის განთავსების ადგილების აღნიშვნას, ამის შემდეგ ამაგრებენ შუქსატარს და მათ შორის ადგილებს ავსებენ მყიფე ფენილით, შემდეგ ხსნიან სამაგრებს და მათი განლაგების ადგილებს ავსებენ იგივე მყიფე ფენილით, ბოლოს კი მთელ სიგრძეზე შუქსატარს ფარავენ დამცავი ფენით.
შუქსატარის საკვლევ ობიექტზე დამაგრების შემოთავაზებული ხერხი განსახორციელებლად ადვილია და საშუალებას გვაძლევს საკვლევი ობიექტის ზედაპირის დიდ ფართობზე, დაახლოებით 1000 მ2-მდე, გაიზომოს დეფორმაცია.

158 ge Y 1997-01-29 published Sakpatenti

გამზომი ტექნიკა გამაგრება შუქსატარი