სპირტის პირდაპირი ჟანგვის სათბობის ელემენტი და ელექტროენერგიისა და წყალბადის პეროქსიდის ან ტუტე ლითონების პეროქსიდების გენერაციის ხერხი = FUEL ELEMENT OF SPIRIT DIRECT OXIDATION AND METHOD OF GENERATION OF ELECTRIC POWER AND HYDROGEN PEROXIDE OR ALKALINE METALS PEROXIDE : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5569 B : (51) H 01 M 8/00 (IPC, 2006) / გიორგი აგლაძე, პაატა ნიკოლეიშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 07 10 #13. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი; ცხრილი: 1, ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სპირტის პირდაპირი ჟანგვის სათბობის ელემენტი შეიცავს კორპუსს, კატალიზატორის არშემცველ
ნახშირბადულ გაზ-დიფუზიურ კათოდსა და კატალიზატორის სახით პლატინა-რუთენიუმის შენადნო
ბის შემცველ ნახშირბადულ გაზ-დიფუზიურ ანოდს, რომლის ერთ მხარეს ცხლადაა დაპრესილი იონ-
სელექციური მემბრანა, რითაც გაყოფილია სათბობის ელემენტის კათოდური და ანოდური უჯრედები
ისე, რომ ანოდის უმემბრანო ზედაპირი მიმართულია ანოდური უჯრედისაკენ, მისი მემბრანიანი ზე-
დაპირი კი კათოდური უჯრედისაკენ. აღნიშნულ სათბობის ელემენტში ელექტროენერგიის, წყალბადის
პეროქსიდის ან ტუტე ლითონების პეროქსიდების გენერაციას ახორციელებენ კათოლიტისა და ანოლი-
ტის ცალ-ცალკე ცირკულაციისას შესაბამის საცირკულაციო კონტურებში, კათოლიტს აწვდიან კათოდსა და ანოდის მემბრანიან ზედაპირს შორის მოთავსებულ კათოდურ უჯრედში, ანოლიტს კი ანოდის უმემ-
ბრანო ზედაპირის მომიჯნავე ანოდურ უჯრედში, ამასთან კათოლიტად იყენებენ 1-30 გ/ლ ტუტე ლითო
ნების ქლორიდის წყალხსნარს ან ზღვის წყალს, ანოლიტად კი ნატრიუმის ან კალიუმის ჰიდროქსიდის
1-7 მოლი/ლ და სპირტის 1-4 მოლი/ლ კონცენტრაციის წყალხსნარს.

5569 ge B 2012-07-10 published Sakpatenti

ელექტროტექნიკა გენერაცია სპირტი ჟანგვა სათბობი წყალბადის პეროქსიდი ლითონები ელექტროენერგია