რბილი და უფრო რბილი გადართვის ხერხი და სისტემა დროითი დაყოფის დუპლექსის მრავლობითი წვდომის არხების კოდური დაყოფის ქსელებში = METHOD FOR SOFT AND SOFTER HANDOVER IN TIME DIVISION DUPLEX CODE DIVISION MULTIPLE ACCESS (TDD-CDMA) NETWORKS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2010 4990 B : (51) H 04 B 7/216 (IPC, 2006) / დონალდ მ.გრიეკო. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2010 05 25 # 10. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 23 გვ. ; მუხლები: 2 დამოუკიდებელი; 4 დამოკიდებული. ფიგურა: 7.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

შემოთავაზებულია უსადენო მიმღებ/გადამცემი მოწყობილობის (WTRU) რბილი და უფრო რბილი გადართვები ორ ან მეტ საბაზო სადგურსა და/ან ორ ან მეტ საბაზო სადგურების სექტორებს შორის. ქსელის მართვის მოწყობილობა გამოყოფს შერჩეულ საბაზო სადგურს საკომუნიკაციო მონაცემების გადასაცემად WTRU-სთვის. აღნიშნული WTRU განთავსებულია საბაზო სადგურზე ან საბაზო სადგურის იმ სექტორზე, რომელიც მდებარეობს მომსახურების გეოგრაფიულ ზონაში. WTRU-ს კომბინირებული დეტექტორ (JD) - მიმღები კონფიგურირებულია დროითი ფრეიმების თითოეულ სერიაში ერთი ან მეტი უსადენო მონაცემთა სიგნალის მისაღებად და დასამუშავებლად. საერთო დროის ინტერვალში მიღებულ თითოეულ სიგნალს გააჩნია უნიკალური არხის კოდირება მსგავსი საკომუნიკაციო მონაცემებისათვის. JD - მიმღები შეიცავს ესტიმატორების სიმრავლეს საერთო დროის ინტერვალში მიღებული სიგნალების შესაფასებლად და მაჯამებელს, კონფიგურირებულს არხის შეფასების დეკოდირებისა და კომბინირებისათვის.


4990 ge B 2010-05-25 published Sakpatenti

უსადენო კომუნიკაცია დუპლექსი კოდური დაყოფა რბილი გადართვა