TY - BOOK AU - აბრამიანი, კონსტანტინე AU - აბრამიანი, რონალდ AU - აბრამიანი, ვიტალი AU - აბრამიანი, ვიანორ ED - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი TI - ჰიდროტურბინის მუშა თვალის ბრუნვით მოძრაობაში მოყვანის ხერხი და ჰიდროტურბინის მუშა თვალი PY - 0000///პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (452015/// 03 25 # 6 CY - ქ. მცხეთა PB - საქპატენტი KW - მანქანათმშენებლობა KW - ჰიდროენერგეტიკა KW - ჰიდროტურბინა N1 - – პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე N2 - ხერხი ითვალისწინებს ზედა ბიეფიდან 15 დაწნევის წყალსატარით 16 სპირალური ტურბინული კამერისა 17 და მის წინ ან მუშა თვალის გარშემო მოთავსებული მიმმართველი აპარატის 18 გავლით მუშა თვალის ბრუნვის მხარისკენ დაგრეხილი შემავალი წყლის ნაკადის მიწოდებას მუშა თვალის ფრთების 5 ორი ნაწილისგან შემდგარ გისოსისაკენ, რომელთა ამოზნექილი მხარე 9 მიმართულია შემავალი ნაკადისაკენ, ჩაზნექილი 10 კი - მუშა თვალის ბრუნვის მიმართულებისაკენ. ფრთების ამოზნექილი მხარეებით ზედა და ქვედა ფერსოებს შორის შემავალი ნაკადის მიმართულების შეცვლას რადიალურ მიმართულებასთან 45°-ზე მეტი მახვილი კუთხით, ნაკადის დაგრეხვას და მის მიმართვას წინმდებარე ფრთების ჩაზნექილი მხარეებისკენ მუშა თვალის ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით, რომელიც მუშა თვალის შიგნით გარშემო ნაკადი ბრუნვის მოძრაობაში მოიყვანება მგრეხი მომენტის წარმოსაქმნელად. წყლის ნაკადი მუშა თვალიდან გამწოვი მილის 19 გავლით ქვედა ბიეფში გადაედინება. ამასთან, გამწოვ მილში ნაკადის გაშვების წინ დამატებითი ფრთების 13 გისოსით ცვლიან ნაკადის მიმართულებას, რომელიც გარსშემომდენის 12 გარშემო მოძრაობს და ამით ცვლიან მგრეხ მომენტს.ხოლო ჰიდროტურბინის მუშა თვალი შეიცავს ორი ნაწილისაგან შემდგარ ფრთების გისოსს, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოქმნილია ზედა და ქვედა ფერსოებს შორის მოთავსებული მრუდწირა ზედაპირიანი ფრთებით 5, ხოლო გისოსის მუშა თვალიდან გამოსასვლელზე შესრულებული მეორე ნაწილი წარმოქმნილია ფრთების ქვედა 11 ნაწილებით, რომელიც გადაღუნულია ქვედა ფერსოსკენ და დამაგრებულია მასზე ჩაზნექილი მხარეებით ნაკადისაკენ, ზედა ფერსოზე კი მიმაგრებულია გარსშემომდენი. ამასთან, მუშა თვალის გამოსასვლელზე ფრთების ქვედა ნაწილებსა და გარსშემომდენს შორის შესრულებულია დამატებითი ფრთების გისოსი 13, რომლის ფრთების ვიწრო ტორსული ბოლო დაკავშირებულია გარსშემომდენთან, ხოლო განიერი - ფრთების ქვედა ნაწილთან, ან ფრთები, რომლებიც წარმოქმნილია ფრთების ქვედა ფერსოსკენ გადაღუნული ქვედა ნაწილებით და დამატებითი ფრთები გარსშემომდენიდან ფრთების ქვედა ნაწილამდე შესრულებულია როგორც ერთი მთლიანი ფრთები UR - http://www.sakpatenti.gov.ge/ka/search_engine/search/1/ ER -