რკინაბეტონის სადაწნეო მილების დამზადების ტექნოლოგია = Technology of Production of Reinforced Concrete Pressure Pipes : სასარგებლო მოდელის პატენტი = Patent for utility model : (11) GE U 2005 1203 Y : (51) F 16 L 9/08 (IPC, 2006) / პაატა გიორგაძე, პანტიკო თორდია, ნიკოლოზ შარაბიძე, ლევან მახვილაძე, კახა მახვილაძე, გელა ყიფიანი, მიხეილ ფაშიაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2005 10 10 #19. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; ფიგურები: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი
რკინაბეტონის სადაწნეო მილების დამზადების ტექნოლოგიის გამარტივება, დროის შემცირება, მილების მზიდუნარიანობისა და ხარისხის ამაღლება, ჰერმეტულობის უზრუნველყოფა.
2. არსი
რკინაბეტონის სადაწნეო მილების მისაღებად უდაწნეო მილებს აწყობენ, აცენტრებენ და ერთმანეთთან მიწნეხენ დანადგარზე, რომელსაც აქვს უძრავი და მოძრავი საყრდენები, გრძივ და განივ არმატურას ახვევენ მილებზე გარედან, ძაბავენ და ამაგრებენ, არმატურის დაძაბვის შემდეგ მილში ასხამენ ცემენტის ხსნარს, მილში ქმნიან წნევას და მილს აბრუნებენ შიგა ზედაპირის წყალუჟონადობის უზრუნველსაყოფად და იმავდროულად მილის მუშა წნევაზე გამოსაცდელად. მილის გარე ზედაპირზე ბეტონის ხსნარი დააქვთ ტორკრეტირებით მილის ბრუნვისას.
3. გამოყენების სფერო
მშენებლობა, კერძოდ, რკინაბეტონის სადაწნეო მილების დამზადების ტექნოლოგია.

1203 ge Y 2005-10-10 published Sakpatenti

მშენებლობა ტექნოლოგია რკინაბეტონი სადაწნეო მილი მილი