ვალციანი სამსხვრეველა რგოლისებრი დისკოებით = ROLLER PRESS WITH ANNULAR DISC : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5585 B : (51) B 02 C 4/28 (IPC, 2006) / ნიკოლაი სტენბერგ ბალკ მოლერი, ლარს დემუთი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 07 25 #14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 4 დამოკიდებული. ფიგურები: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ვალციანი სამსხვრეველა 1 ფხვიერი მასალის დასაწვრილმანებლად, როგორიცაა ცემენტის ნედლეული, ცემენტის კლინკერი და მსგავსი მასალები, შეიცავს საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვის შესაძლებლობის მქონე ორ ვალცს 2 და 3, რომელთაგან პირველი დამონტაჟებულია მეორე ვალცის მიმართ გადაადგილების შესაძლებლობით და მათ შორის წარმოქმნილია ვალცების ღრეჩო 4. აგრეთვე, იგი შეიცავს ერთ ვალცთან 2 მიმაგრებულ, ერთი მიმართულებით მბრუნავ რგოლისებრ დისკოს, რომელიც მოქმედებაში მოდის გარკვეული რაოდენობის ზამბარების რიგით 7, დამონტაჟებულს ვალცის ღერძის მიმართულებით მოძრაობის შესაძლებლობით და გავრცელებულს მეორე ვალცის ტორსული ზედაპირის 3a გარეთ, ვალცების ღრეჩოს ირგვლივ ზონაში. რგოლისებრი დისკო მისი პერიმეტრის მთელ განფენილობაზე შეიცავს სექტორების რიგს 5, რომელთაგან თითოეულს ცალ-ცალკე ერთი ან მეტი ზამბარით აქვს გადაწევის შესაძლებლობა მეორე ვალცის 3 ტორსული ზედაპირისკენ 3a. შესაბამისად, შესაძლებელია ვალცების ბოლოებთან დასაწვრილმანებელი მასალის შრის სისქის შენარჩუნება, ამით უზრუნველყოფილია წნევის თანაბარი განაწილება ვალცების სიგრძეზე, და ასევე, დაწვრილმანების თანაბარი მწარმოებლურობა და ვალცების თანაბარი ცვეთა.

5585 ge B 2012-07-25 published Sakpatenti

მშენებლობა ცემენტი ვალცი სამსხვრეველა დისკო