ყაზბეგი, ალექსანდრე, 1848-1893

თხზულებათა სრული კრებული ოთხ ტომად : ტ. 3 : [ლექსები და პოემები] / ალ.ყაზბეგი. - თბილისი : საბჭოთა მწერალი, 1949. - 1 პორტრ. 10000 ც. : 25 სმ. - ქართული კლასიკური მწერლობა .

შენიშვნები-ს.ყუბანეიშვილი, გვ.571-641.
ა.ყაზბეგის ლექსიკონი-შ. ძიძიგური, გვ.645-663. ტ. 3. [ლექსები და პოემები. პიესები]. 1949.
ფორზაცზე: „ი. გრ. 1949. 12 დეკემბ.“ იქვე: „შენიშვნების შენიშვნა. აქ პიესაა „დავითის სახლობა“, რომელსაც ავტორმა სხვა სათაურიც დაარქვა: „აღმზრდელები“.
გვ. 66. მოხაზულია ლექსი „პასუხად“. იქვე მინაწერი: „ყველა ლექსი რედაქტორს დაუყვია ხანებად. რითმის შეგრძნობა არ ჰქონია“.
გვ. 215. ლექსის „ულვაშებგაკრეჭილი“ გასწვრივ „პ. უმიკაშ.“
გვ. 218. ლექსში „ქუთათურ ქალებს“ ხაზგასმულია „თარით“ და მიწერილია: „ქუთაისი და თარი?“
გვ. 220. ხაზგასმულია ლექსის სათაური „ვიქტორს“, მიწერილია: „ვიქტორ იურკევიჩს (რუს – იმერელს)“.
გვ. 221–227. ცალკეული სტროფების გასწვრივ მინაწერები, რომლებშიც გახსნილია ლექსში სახელით მოხსენებული პიროვნებები: „ოლგას – ოლგა ყაზბეგი. ნატოს – ნ. გაბუნია. მაკოს – მ. საფ.-აბაშიძე. ბაბოს – ბ. ავალიშვილი; ფედოსიას – თ. სახოკ.?; ატატოს – ატატო ბებურიშვილი?; მაშოს – მაშო ყიფ.; მაკინეს – ამირაჯიბ.“ სტროფი „ისევ ბაბოს“ მოხაზულია და აღნიშნული კითხვის ნიშნით.
გვ. 271. დრამის „დავითის სახლობა“ სათაურის გასწვრივ მინაწერი: „ანუ აღმზრდელები“ ი. გრ.“
გვ. 383. მოხაზულია სიტყვა „ხათავ“. მიწერილია: „ხათაუ“.
გვ. 615. ხაზგასმულია: „პ. უ-შვილი (1838–1904)“, მიწერილია: „ულვაშს არ ატარებდა“. ამავე გვერდზე 304-ე შენიშვნაში ხაზგასმულია: „ტასო აბაშიძე, მსახიობი ვასო აბაშიძის (1854–1926) ქალი“.
გვ. 616. 310-ე შენიშვნა მოხაზულია. იქვე მინაწერი: „ეს ცნობა მე მივეცი – უნდა აღენიშნა, ი. გრ.“ ამავე გვერდზე 311-ე შენიშვნა ხაზგასმულია: „ტასოს ნათლია“; არშიაზე: „ესეც.“
გვ. 619. ხაზგასმულია: „ს-გან, არშიაზე მინაწერი: „საფაროვი“. მოხაზულია გვარები: „მძინაროვი... მაქსიმიძე.“ გასწვრივ არშიაზე: „ერთი და იგივეა.“
გვ. 627. სქოლიოში მოყვანილი მსახიობთა გვარები შესწორებულია: „ბაბნიევ“ – შიშნიევი“. „მძინაროვ (მაქსიმიძე) – „მძინაროვი“.
გვ. 638. სქოლიოში მოხაზულია ცალკეული სიტყვები: „ასახელებენ“ – მინაწერი: „იხ. ი. გრიშაშვ. წიგნი“. „უწოდა“ – მინაწერი: „ჩვენ არტისტებმა ვუწოდეთ და არა ავტორმა“.
გვ. 646. მოხაზულია სიტყვა „ბარი-ბარში“ განმარტება – „ქვით“ იქვე: „Квит.“
გვ. 650. ხაზგასმულია სიტყვა „ელხობა“-ს განმარტება, მიწერილია: „არ მომწონს“.
გვ. 657. ხაზგასმულია სიტყვა „სტაქანის“ განმარტებაში „რუს.“. მიწერილია: „დოსტაქანი? (საბა)“.
გვ. 661. ხაზგასმულია სიტყვა „ცისკარი“ თავის განმარტებით. მინაწერი: „ამას რა ახსნა უნდა?“ ხაზგასმულია სიტყვა „ცოდისშვილო“ განმარტებითურთ. მინაწერი: „ცოდვის შვილი“ – ობოლი, მოტყუებული“.
გვ. 662. ხაზგასმულია: „წაწარაქი, წაწირაქი“. მინაწერი: „წუწურაქი“. მოხაზულია სიტყვა „ხათა“ განმარტებითურთ და მიწერილია: „უბედურება, ი. გრ.“.
წიგნის ბოლოს ფორზაცზე წერია: „წალო, 71. მიდღემჩი, 348. ხათავ? გვ. 383. ლექსიკონში, გვ. 662. დოსტი, 39.


ლიტერატურა ქართული ლიტერატურა ქართული პროზა ქართული მოთხრობები ქართული რომანი

821.353.1-3