TY - BOOK AU - ეკალაძე,ია TI - ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის ანთოლოგია: ტ. 2 : XVI-XVIII საუკუნეები [აღორძინების პერიოდი] / PY - 1928/// (ზარია ვოსტოკას სტ.) CY - ტფილისი KW - ქართული ლიტერატურა KW - ქართული სიტყვა-კაზმული ანთოლოგია N1 - დანართი: მოკლე ბიოგრაფიული ცნობები. -; ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. კანზე: „ზროხა, 194; ტარურაღა, გვ. 128; ჭადრაკი, გვ. 128; ხანდაზმული-ხნიერი, გვ. 129; ჰრომი, გვ. 132“. გვ. V. პირველ შენიშვნაში ჩამატებულია: „ახალგაზრდა მეცნიერს“. (ეხება ალ. ბარამიძეს). გვ. XIV. სქოლიოში მიწერილია: „ეს ხახანაშვილმა დაბეჭდა. იხ. „მოგზაური“ 1901 წ. გვ. 183, [№ 2]. ეხება დავით ბატონიშვილის მუხამბაზს. იქვე: „ყარიბი ლარაძის ფსევდონიმია“. გვ. XV. ხაზგასმულია: „გოდ. ფირალიშვილი“, მიწერილია: „ამ ფირალოვის შესახებ პირველად ს. გორგაძემ კი არ ამოიღო ხმა, არამედ „თეატრმა“. (იხ. ვ. აბაშიძის „თეატრი“, 1885 წ., № 1). აქ ნათქვამია: „აღსდეგ...“ ეკუთვნის ფირალოვსო. ი. გრ.“ აქვე სქოლიოში მიწერილია: „ზ. ჭ-ძე წერს, რომ ეს ლექსი „აღსდეგ გმირთა გმირო“ გ. ფირალოვს კი არ ეკუთვნის, არამედ ფილადელფოს კიკნაძეს და წერდა გ. ფირალოვის ფსევდონიმით (იხ. „ქართული სტამბები“, დიდი წიგნია; გამოც. წელი არ აწერია). გვ... სურათის ქვეშ წარწერა“. გვ. 123. მოხაზულია ს. ს. ორბელიანის არაკი „გლახაკის სიზმარი“, მიწერილია: „მოლას ანეკდოტი“. გვ. 125. არაკთან „ქოსა და ყადი“ ხაზგასმულია: „უსხი“, მიწერილია: „ზროხა; საკლავი მსუქანი“. გვ. 125. არაკთან „მგელი და ვირი“ მიწერილია: „თათრულიდან არის ნათარგმნი“. გვ. 129. არაკთან „ყასაბი და ნისიათ მოვაჭრე“ მიწერილია: „ეს აკაკიმ გალექსა“. გვ. 135. არაკს „ქალი („ქილილა და დამანადან“) მიწერილი აქვს: „ქაცვია-მწყემსის მიბაძვა“. გვ. გვ. 161–172. თეიმურაზ მეორის „სარკე თქმულთა ანუ დღისა და ღამის გაბაასება“. საქორწილო რიტუალის ცალკეული დეტალების შინაარსი არშიებზეა მიწერილი შესაბამისი სტროფების გასწვრივ. არის ცალკეული სიტყვების განმარტებები: გვ. 163. ხაზგასმულია: „შაქრის იარაღს დაუდგმენ“, მიწერილია: „ე. ი. ტკბილეული?“ გვ. 166. ხაზგასმულია: „პაშტა“, მიწერილია: „პატარა თუ საკმაო?“. გვ. 168. ხაზგასმულია: „ფაღარათსა იქმს“, მიწერილია: „ფაღარათი (სპ.) მოსვენება“. ხაზგასმულია: „ჯორაბი“, მიწერილია: „წინდა“. გვ. 170. სიტყვასთან „დასდებელი“ მიწერილია: „სანაძლეო?“. გვ. 172. ხაზგასმულია: „მეტიჩრობით“, მიწერილია: „ე. ი. ხუმრობით“. გვ. 167. არის მინაწერი: „ძველად ქორწილში სულ რუსთველის მუნასიბებს ამბობდნენ ვიდრე აშუღები გაჩდებოდნენ“. წიგნის ბოლოს დართულია ლექსიკონი მინაწერით: „მე ჩავაკერე წიგნში. ი. გრ.“ აქვე გაზეთის ამონაჭრები: 1. თ. ბეგიაშვილის რეცენზია ამ წიგნზე მინაწერით: „1928, 21 ნოემბ., „კომ.“ 2. გ. ლეონიძის რეცენზია, მინაწერით: „Заря“, 1929. № 54“. წიგნის ბოლოს კანზე აღდგენილია ცენზორის მიერ ამოგდებული ცნობა: „ბაზარზე ქაღალდის ნაკლებობის გამო მორიგი ტომი დაიბეჭდება მხოლოდ ხელის მომწერლებისთვის“. იქვე მიწერილია: „ცენზურას ამოუღია“. მეორე ცალის კანზე: „დუბლ.“ წიგნში დევს ა. ბარამიძის მიერ შედგენილი („უფასო დამატება „ანთოლოგიის“ ხელისმომწერთათვის) – ქართული „სიტყვაკაზმულ მწერლობის ანთოლოგიის II ნახმარ-ნასესხებ და იშვიათ სიტყვათა მოკლე ლექსიკონი“. 9 გვ ER -