TY - BOOK AU - გამსახურდია, კონსტანტინე, TI - დავით აღმაშენებელი: კარი 1 : სამკარიანი რომანი / PY - 1942///. CY - თბილისი : PB - ფედერაცია KW - ქართული ისტორიული რომანები N1 - ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ფორზაცზე: „ი. გრ. 1942. 1/XII“. იქვე: „შეცდომაა: „ჰარისა“, გვ. 497. ენდრო, 477. კირითხურო, 481. როჭიკი, 483. ქონდაქარი, 491, 493“. გვ. 469. ხაზგასმულია: „რომანებში მე დამჭირდა ასეთი მოუცილებლად საჭირო სიტყვების გაცოცხლება, როგორიცაა: მალემსრბოლი, პიტაკი, მსტოვარი (თანადროული სიტყვის ჯაშუშის ნაცვლად), თანგირი მილის წყლისა, ე. ი. საშუალ საუკუნის წყალსადენისა, ქონგური კოშკისა, თორი და სხვა“, მიწერილია: „როგორ? ამ რომანამდე მკვდარნი იყვნენ ეს სიტყვები?“. აბზაცში: „შეუძლებლად ვცანი საქართველოს სამეფო კარის საკმაოდ რთული იერარქიის: ვაზირთა უპირველესის, ქონდაქართ-უხუცესის, ციცხვთუხუცესის, ჩუხჩის და ა. შ. თანადროული ტერმინებით შეცვლა...“ ხაზგასმულია: „ჩუხჩის“, მიწერილია: „იხ. კ. კეკელიძის წერილი“. გვ. 472. სტრიქონში: „მე არ მიყვარს სხვის მიერ გამოთქმული ანდაზების მოშველიება“, მოხაზულია: „სხვის მიერ“, წერია: „ვინ არის ეს სხვა? (ხალხი)!“. გვ. გვ. 473–497. შენიშვნებში და განმარტებებში ზოგიერთი სიტყვა ხაზგასმულია, მიწერილია: „ხაზგასმულებს ახსნა არ უნდა: ცნობილი სიტყვებია“. გვ. 481. მოხაზულია: „კირითხურო-კალატოზი“, წერია: „ქვითხურო (ასე აქვს ივ. ჯავახიშვ.)“. გვ. 489. ხაზგასმულია: „სმარაგდისფერი – სმარაგდი, ან სამარაგდო, თვალია პატიოსანი“, მიწერილია: „თვალია, მაგრამ რა ფერის თვალია? – მომწვანო“. გვ. 491. „ყაბაჩა – ზემოსაცმელი ძველებური“. აწერია: „როგორი?“ გვ. 494. ხაზგასმულია: „ჭოჭი – ჭაობი“, მიწერილია: „ჭოჭი – დაღვრილი წყალი“. წიგნის ბოლო ფორზაცზე ფანქრით: „შარდს აქცევდნენ, გვ. 153. ხვანჯარი შეიკრა, 154. ომახიანი ფიგურა, (?) 466, ოინბაზი, 475, 484. მიზრაფი – 483. ნალბანდი – 484. პეწი 486. რუბინი? 487. ფაშფაშა, 454. ოჯახქორი – 423“. ამონაჭრები გაზეთებიდან: 1. კ. გამსახურდიას წერილი „ტევტონური სიშმაგე“, მინაწერით: „ლიტ. და ხელოვნება“, 1943 წ., № 9, 17 დეკემბერი“. 2. ნაწყვეტი კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებლიდან“ „ეპისტოლე სინანულისა“, მინაწერით: „ლიტ. საქართ.“, 1942, № 37. 3. კ. გამსახურდიას სიტყვა წარმოთქმული „დავით აღმაშენებლის“ გარჩევისას, მინაწერით: „ლიტ. საქართ.“, 1943 წ., № 1“. ნაწყვეტი „დავით აღმაშენებლის“ მეორე ნაწილიდან გამოქვეყნ. „ლიტ. საქართველოს“ 1942 წ. 1 აგვისტოს ნომერში. 5. „დისპუტი კონსტანტინე გამსახურდიას რომანის „დავით აღმაშენებლის“ გარშემო“. გამოქვეყნ. „ლიტ. საქართველოს“ 1943 წ., 10 იანვრის № 1-ში“. 6. საგაზეთო მიმოხილვა „დისპუტი კონსტანტინე გამსახურდიას რომანის „დავით აღმაშენებლის გარშემო“, მინაწერით: „კომ.“, 1943, 29 იანვ.“. 7. სხვადასხვა ხასიათის მასალა დავით აღმაშენებლის შესახებ რუბრიკით: „შევისწავლოთ ჩვენი სამშობლოს ისტორია“, გამოქვეყნ. გაზ. „ახ. კომუნისტის“ 1941 წლის 27 აპრილის ნომერში. 8. ბ. ჟღენტის მოხსენება „დავით აღმაშენებლის“ გარშემო გამართულ დისპუტზე, მინაწერით: „ლიტ. საქართ.“, 1943, № 1“. 9. დ. ბენაშვილის რეცენზია „დავით აღმაშენებელი“, მინაწერით: „კომ.“, 1944, № 36, 20 თებ.“. იგივე ჩაკრულია წიგნის ბოლოს, ფორზაცთან. 10. ვ. წულუკიძის მიმოხილვა „Диспут о романе К. Гамсахурдиа „Давид Строитель“, მინაწერით: „З. В.“, 1943, № 22, 28 იანვ.“. წიგნის ბოლოს ჩაკრულია საგაზეთო ცნობა კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებლის“ პირველი წიგნის გამოსვლის შესახებ, მინაწერით: „ლიტ. საქართ.“, 1942, № 11, 15 მარტი“ ER -