TY - BOOK AU - გურამიშვილი,დავით AU - ბარამიძე,ალექსანდრე TI - [დავითიანი. ქ. წიგნი ესე, რომელსაც ეწოდების სახელად დავითიანი, თქმული გურამის-შვილის დავითისაგან] / : დ. გურამიშვილი ; ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით და რედაქციით. T2 - პოეტის ბიბლიოთეკა PY - 1948///. CY - თბილისი PB - საბჭოთა მწერალის-სგამ-ბა, KW - ქართული ლიტერატურა KW - პოეზია KW - ქართული ლიტერატურის კრიტიკა N1 - ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ფორზაცზე: „ი. გრ. 1948. 12/XII.“ იქვე: „...აქ არის ქაცვია მწყემსი“ (გვ....)“. გვ. V. ხაზგასმულია: „ადრეულ დილას დავითი გაშურებულა ქსნის ჭალებისაკენ“. მიწერილია: „დილა-ადრიანად ი. გრ.“ გვ. VII. ხაზგასმულია: „1737 წელს ქართლის მეფე გარდაიცვალა ასტრახანში“, მიწერილია: „ვახტანგ VI“. გვ. VIII. მოხაზულია სიტყვა: „სტეპი“, მიწერილია: „დ. გურამიშვილის სიტყვას „ტრამალს რატომ არა ხმარობს?“ გვ. XXI. ხაზგასმულია მოტანილი ციტატა და მიწერილია: „ვისია?“ გვ. XXIII. ხაზგასმული სიტყვების: „ფიგურობას და ალლეგორიას“ შესახებ სქოლიოში მოთავსებულ შენიშვნას მიწერილი აქვს: „ამ ორი სიტყვისთვის მთელი სქოლიო მოჰყავს და ზევით (გვ. XXI) არ ამბობს ვისი ციტატებია“. გვ. 3. ხაზგასმულია სიტყვა: „ჭარი“. მიწერილია: „წერა, სახსარი, ავადმყოფობა“. გვ. 21. სტრიქონში „ჩემის უცებით შევატყვე“ ხაზგასმულია: „უცებით“, მიწერილია: „უცები (უვიცი?)“. გვ. 29. ხაზგასმულია: „წმინდად გარცხილსა მენასა“, გვერდზე: „მენაკი?“. ხაზგასმულია: „მე იგი რასთვის მენასა!“, მიწერილია: „დამენავსა“. ხაზგასმულია: „ულაგმო და უსადაო.“. არშიაზე: „სადავე“. გვ. 84. ხაზგასმულია: „წავიდე განჯის მომთხრელთა“, მიწერილია: „განძი. ი. გრ.“. გვ. 86. სტრიქონებში „თავს ირჭვამს მის რაყმობასა“ და „ჩვენზე მათ შექნან ონარი“ ხაზგასმულია სიტყვები: „რაყმობასა“, „ონარი“, მიწერილია: „რაყამი. ონარი-იონი (!) ი. გრ.“ გვ. 90. სტრიქონში „შემოყორუღეს ყაფიჩთა“ ხაზგასმულია: „შემოყორუღეს“, მიწერილია: „ყორუღი-შემოზღუდული ადგილი, სადაც საქონლის ძოვა აკრძალულია“. გვ. 111. ხაზგასმულია: „დაეხსენ ცუდსა ბორგვასა!“ მიწერილია: „ბოდვასა“ (?)“. გვ. 113. ხაზგასმულია: „დაყათრულებსა“, წერია: „დაყაჯრული“. ხაზგასმულია: „საბლითა მაზმანურითა“. მიწერილია: „მაზმანი – ჩარხია საქსოვი“. გვ. 114. ხაზგასმულია: „ყიფურ-ამაყური“, არშიაზე წერია: „ყიფი – მედიდური, აქედან ყიფიანები“. გვ. 124. სტრიქონში „პატრონად, ქვეყნის მამლადა“ ხაზგასმულია: „მამლადა“, მიწერილია: „მამვლელად“. „საქმე მოუხდა ყალათი“, ხაზგასმულია: „ყალათი“. გვერდზე წერია: „მიქარვა (თათრ. საჯაყი)“. გვ. 128. მოხაზულია სტროფი: „გეაჯები, ნუ გამწირავ“... გასწვრივ წერია: „ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს ეგ კალთა დამაფარეო (აკაკი).“ გვ. 130. სტრიქონში „მზე მიწყენს, თუ მზის სანაცვლოდ, თინათინს ხელი ვახელო“. ხაზგასმულია: „თინათინს“, წერია: „თინათინი აქ გამონაკრთომს ნიშნავს – отражение.“ გვ. 211. სტრიქონში „შურმან მე დიდათ დამკოდა“ ხაზგასმულია: „შურმან“. არშიაზე წერია: „ალბად აქედანაა წარმოებული „მურმან“. გვ. 220. ხაზგასმულია: „იათუღი“, მიწერილია: „იაყუთი.“ გვ. 270. სქოლიოში შენიშვნასთან: „ყოველ ტაეპს მოსდევს მოძახილი (ვაი საწუთრო...), რომელსაც აღარ ვიმეორებთ“ წერია: „მთელი სტრიქონი მოსდევს თუ ნაწილი?“ გვ. 272. ხაზგასმულია: „კარავ-სევანი“, მიწერილია: „სევანი თუ სავანი?“. წიგნის ბოლოს ფორზაცზე: „ტრამალი. 123; გალი, 446; ფანფარა, სარფა, გვ. 400; დაგულვა-დაკეტვა, გვ. 150; ავლაბარი (XVIII საუკ.). 117; ზოგს თინათინი სახელი ჰგონია, გვ. 130, 132; აკაკი, 128 და VI; იამა, 80“. აქვე დ. გურამიშვილის ორი სტრიქონი „დავითიანიდან“ შედარებულია ვაჟა-ფშაველასთან: „წაღმა მბრუნავმა დრო-ჟამმა უკუღმა იწყო ტრიალი“. (დ. გურამიშვ., გვ. 123)“. „იქნება წაღმა ვიფიქრო ქვეყნის უკუღმა ტრიალი“ ვაჟა“. ყდის მე-3 გვერდზე: „სადაო: გვ. 400, მიწადა. კაცადა? გვ. 162, საკეხური თუ საკვახური? 182, თიფლისის დაცვა; 148. გაქორწინა“. სუპერზე: „ჰაზირა, გვ. 88; ტარუღა, 89; არეულია გვ. 167, 171, 172, 123, 194, 197, 84, 90. შესადარი, გვ. 270. „ვიწრო გოდება“ ვიწყო, 272, 274, 280, 132–4, 197; ძნიად – 28, 111, 113. დარიგება, 384, 329, 364“. მესამე ცალის სუპერის ბოლო გვერდზე მიწერილია: „მაზა 197, 209. ავლაბარი 116, 117. ივეზირეს. კახაბერად გვ. 70.“ წიგნში დევს გაზ. „კოლმეურნის ხმის“, 1955 წ., № 135“. გაზეთის მეოთხე გვერდზე დაბეჭდილია გრ. გაბედავას წერილი: „დ. გურამიშვილის შეხედულებანი ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის შესახებ“ ER -