@book{9401, author = {ჭავჭავაძე, ილია,}, title = {ვისრამიანი / }, year = {1884 (ექ. ხელაძის სტ.).}, address = {ტფილისი,}, note = {ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. № 1721-1722- წიგნი ყდიანია. ტყავის ყუაზე ამოტვიფრულია: „ვისრამიანი“ და ქვემოთ: „ი. მ.“ [ივანე მაჩაბელი]. შმუცტიტულზე ავტოგრაფი: „ი. მაჩაბელი“, იქვე ი. გრიშაშვილის ხელით: „მე მაჩუქა შვილმა მისმა ი. გრ. 1921 წ. ი. ზურაბიშვილის თანადასწრებით“. ფორზაცზე დაწებებულია ი. გრიშაშვილის ექსლიბრისი, რომლის ქვემოთ მიწერილია ა. ლაზარიდი-ციციშვილის ხელით: „სოსოს ხელით ჩაკრული ექსლიბრისი. ანი“. ფორზაცზე: „ვისრამიანის“ ცისკარში დაბეჭდვა უნდოდა ივ. კერესელიძეს – (იხ. „ცისკარი“, 1860 წ., № ივლისი. გვ. 357), ი. გრ. ნ. ბარათაშვილმა რუსულად სთარგმნა „ვისრამიანიდან“ ერთი ნაწყვეტი (გვ. 210) და დაბეჭდა „Цветок гимназии“, 1839 წ., № 2. ი. გრ. P. S. ამ თემაზე მე მოხსენება წავიკითხე „ელხ“-ში (1933 წ.) ი. გრ.“ იქვე წერია: „შეგამეცნიერე“ – 306. – „მოვიდენ“ გვ. 213. – ჩინეთის ქვაზედ სწერია, გვ. 151. (ეს ხალხმა აიღო). – მაგნიტი, 412. – ბოჰემაში, 30. – კიდეგანობა, 298“. აღნიშნულ გვერდებზე მითითებული ადგილები და სიტყვები ხაზგასმულია. წიგნის ბოლოს ფორზაცზე: „ივ. მაჩაბლის „почерк“-ი გვ. გვ. IX, X, 212, 151, 141, 142, 145, 193, 136, 476, 468, 430, 416, 415, 203, 97, 93, 91, 32, 20 და ხაზები ყველგან ივ. მაჩაბლისაა. კიდურებზე ხშირად ასე აქვს: „!!?“ !?? P. S. ჩემს ორიოდ ხაზს „ი. გრ.“ მოვაწერე“. იქვე: „ა. ჭ-ძე 136.“ თავფურცელზე ქვესათაურის ქვემოთ ტეხილ ფრჩხილებში: „[ფასი 1–50 კ.] . ი. გრ.“ გვ. VII, რედაქციის წინასიტყვაობის წინ: „ირ. სონღულაშვილი წერს, რომ ვისრამიანის წინათქმა ალ. სარაჯიშვილს ეკუთვნისო! (იხ. „ძველი საქართველო“, ტ. IV, გვ. 3. და „კლდე“, 1914 წ., № 23, გვ. 4). ი. გრ. ხოლო დ. კარიჭაშვილის კატალოგში (1911 წ. გამოც). ილიას სახელთანაა მიწერილი, გვ. 115. ი. გრ.“ გვ. X. სქოლიოში მინაწერს: „იქნება რუსთაველს სპარსულად წაეკითხა და არა ქართულად!“ მიწერილი აქვს. „[შენიშვნა ივ. მაჩაბლისაა ი. გრ.]“. გვ. XII. რედაქციის წინასიტყვაობის ბოლოს მიწერილია: ი. გრიშაშვილის ხელით: „[ალ. სარაჯიშვილი].“ გვ. [XIII]. „ლექსიკონის შესწორება“ მოხაზულია ფანქრით და არშიაზე: „ივ. მაჩაბლის ხელით ეს „გასწორება“ ჩატანილია ქვევით. ი. გრ.“ გვ. 54. ხაზგასმულია: „გულ-დაღრეჯილობისაგან გამოწმედილი, ვითა გამოწურვილი ვერცხლი“ და არშიაზე: „ეს ი. მაჩაბლის ხელია. ი. გრ.“ გვ. 56. ხაზგასმულია: „მტკურად“ და არშიაზე მიწერილი: „მტკვარი? ი. გრ.“ გვ. 91. პირველ აბზაცში ხაზგასმულია სიტყვა „ნიშტიანად“ და არშიაზე, შესაძლებელია ივ. მაჩაბლის ხელით მიწერილი: „მაგრად?“, რასაც მისდევს ი. გრიშაშვილის მინაწერი: „მაგრად შეცდომაა დამწერის. ნიშატობა ნიშნავს მხიარულობას, ლხინს. ი. გრ. 16 მარტს 22 წ.“ იქვე, ქვემოთ ხაზგასმულია სიტყვა „ექენები“ და არშიაზე: „ეხვეწები“. გვ. 101. ქვემოდან მე-5 სტრიქონში ხაზგასმულია: „ცუილი“ და არშიაზე ორი კითხვის ნიშანი უზის და მიწერილია: „უნდა იყოს ცვილი!“ ი. გრ.“}, url = {http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/4912} }