ვისრამიანი / რედაქტორობით ილ. ჭავჭავაძის, ალ. სარაჯიშვილის და პეტ. უმიკაშვილის. - 1884 (ექ. ხელაძის სტ.). - [502]გვ., ცალკე პაგ. ; 21სმ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. № 1721-1722- წიგნი ყდიანია. ტყავის ყუაზე ამოტვიფრულია: „ვისრამიანი“ და ქვემოთ: „ი. მ.“ [ივანე მაჩაბელი]. შმუცტიტულზე ავტოგრაფი: „ი. მაჩაბელი“, იქვე ი. გრიშაშვილის ხელით: „მე მაჩუქა შვილმა მისმა ი. გრ. 1921 წ. ი. ზურაბიშვილის თანადასწრებით“. ფორზაცზე დაწებებულია ი. გრიშაშვილის ექსლიბრისი, რომლის ქვემოთ მიწერილია ა. ლაზარიდი-ციციშვილის ხელით: „სოსოს ხელით ჩაკრული ექსლიბრისი. ანი“. ფორზაცზე: „ვისრამიანის“ ცისკარში დაბეჭდვა უნდოდა ივ. კერესელიძეს – (იხ. „ცისკარი“, 1860 წ., № ივლისი. გვ. 357), ი. გრ. ნ. ბარათაშვილმა რუსულად სთარგმნა „ვისრამიანიდან“ ერთი ნაწყვეტი (გვ. 210) და დაბეჭდა „Цветок гимназии“, 1839 წ., № 2. ი. გრ. P. S. ამ თემაზე მე მოხსენება წავიკითხე „ელხ“-ში (1933 წ.) ი. გრ.“ იქვე წერია: „შეგამეცნიერე“ – 306. – „მოვიდენ“ გვ. 213. – ჩინეთის ქვაზედ სწერია, გვ. 151. (ეს ხალხმა აიღო). – მაგნიტი, 412. – ბოჰემაში, 30. – კიდეგანობა, 298“. აღნიშნულ გვერდებზე მითითებული ადგილები და სიტყვები ხაზგასმულია. წიგნის ბოლოს ფორზაცზე: „ივ. მაჩაბლის „почерк“-ი გვ. გვ. IX, X, 212, 151, 141, 142, 145, 193, 136, 476, 468, 430, 416, 415, 203, 97, 93, 91, 32, 20 და ხაზები ყველგან ივ. მაჩაბლისაა. კიდურებზე ხშირად ასე აქვს: „!!?“ !?? P. S. ჩემს ორიოდ ხაზს „ი. გრ.“ მოვაწერე“. იქვე: „ა. ჭ-ძე 136.“ თავფურცელზე ქვესათაურის ქვემოთ ტეხილ ფრჩხილებში: „[ფასი 1–50 კ.] . ი. გრ.“ გვ. VII, რედაქციის წინასიტყვაობის წინ: „ირ. სონღულაშვილი წერს, რომ ვისრამიანის წინათქმა ალ. სარაჯიშვილს ეკუთვნისო! (იხ. „ძველი საქართველო“, ტ. IV, გვ. 3. და „კლდე“, 1914 წ., № 23, გვ. 4). ი. გრ. ხოლო დ. კარიჭაშვილის კატალოგში (1911 წ. გამოც). ილიას სახელთანაა მიწერილი, გვ. 115. ი. გრ.“ გვ. X. სქოლიოში მინაწერს: „იქნება რუსთაველს სპარსულად წაეკითხა და არა ქართულად!“ მიწერილი აქვს. „[შენიშვნა ივ. მაჩაბლისაა ი. გრ.]“. გვ. XII. რედაქციის წინასიტყვაობის ბოლოს მიწერილია: ი. გრიშაშვილის ხელით: „[ალ. სარაჯიშვილი].“ გვ. [XIII]. „ლექსიკონის შესწორება“ მოხაზულია ფანქრით და არშიაზე: „ივ. მაჩაბლის ხელით ეს „გასწორება“ ჩატანილია ქვევით. ი. გრ.“ გვ. 54. ხაზგასმულია: „გულ-დაღრეჯილობისაგან გამოწმედილი, ვითა გამოწურვილი ვერცხლი“ და არშიაზე: „ეს ი. მაჩაბლის ხელია. ი. გრ.“ გვ. 56. ხაზგასმულია: „მტკურად“ და არშიაზე მიწერილი: „მტკვარი? ი. გრ.“ გვ. 91. პირველ აბზაცში ხაზგასმულია სიტყვა „ნიშტიანად“ და არშიაზე, შესაძლებელია ივ. მაჩაბლის ხელით მიწერილი: „მაგრად?“, რასაც მისდევს ი. გრიშაშვილის მინაწერი: „მაგრად შეცდომაა დამწერის. ნიშატობა ნიშნავს მხიარულობას, ლხინს. ი. გრ. 16 მარტს 22 წ.“ იქვე, ქვემოთ ხაზგასმულია სიტყვა „ექენები“ და არშიაზე: „ეხვეწები“. გვ. 101. ქვემოდან მე-5 სტრიქონში ხაზგასმულია: „ცუილი“ და არშიაზე ორი კითხვის ნიშანი უზის და მიწერილია: „უნდა იყოს ცვილი!“ ი. გრ.“ გვ. 136. ხაზგასმულია: „ღამისა სიბნელე რამინის თმათა სიშავისა ნაცვლად იამებოდის“, არშიაზე მიწერილია ივ. მაჩაბლის ხელით: „...ჭავჭავაძე“. იქვე ი. გრიშაშვილის ხელით” „P. S. ეს შენიშვნა ივ. მაჩაბელს ეკუთვნის: ალბად აქ, სადაც ქაღალდის კიდურია წაჭრილი, უნდა იყოს ა. ჭავჭავაძე. სწორედ ა. ჭ-ძეს აქვს: „და ღამისა სიბნელე მომაგონებს გიშრის თმასა.“ ი. გრ.“ ეს გვერდი ჩანიშნულია აბრეშუმის ბაფთით, რომლის ერთ კიდეზე წერია: ი. გრიშაშვილი“ და მეორეზე – „1000“. გვ. 210. თავს „ლვ“ მიწერილი აქვს: „ეს თავი რუსულად სთარგმნა ნ. ბარათაშვილმა. ი. გრ.“ გვ. 430. ხაზგასმულია ქვემოდან მე-3 სტრიქონში: „ერთი შენი თმა“ და მიწერილი: „ახნაზაროვს აქედან აუღია. ი. გრ.“ ვისრამიანის ლექსიკონში, გვ. 466 სიტყვა „მახმურობა“-ს შემდეგ ი. გრიშაშვილის ხელით ჩამატებულია: „მახმური – ხავერდი“. გვ. 468. არშიაზე უთუოდ ივ. მაჩაბლის ხელით წერია: „[ცე]ცხლის მსახურობის სწავლით – მკვდრის გვამი და მისგან გაუწმინდურება, წაბილწვა [ნავს]ის, (ეშმაკის) ნამოქმედარი“ – ეს წინადადება ისრით ი. გრიშაშვილს შეუერთებია სიტყვასთან „ნასი“ და მიუწერია: ი. გრ.“ გვ. 472. სიტყვებს „უნ“-ზე მიწერილი აქვს: „უხამსი(?) ი. გრ.“ იმავე გვერდზე ხაზგასმულია სიტყვა „ფარანდა“ განმარტებითურთ და მიწერილი: „დ. ჩუბ-ს აქვს ფარნადი – კურიერი. ი. გრ.“ გვ. 476. ივ. მაჩაბლის ხელით შესწორებულია სიტყვა „ხუარაზმი“-ს განმარტება „კასპიის ზღვის აღმოსავლეთის იქით მდებარე ქვეყანა, რომელსაც ევროპიელები ეხლა ხივას, ხივის სახანოს უწოდებენ“. იქვე, იმავე ხელით სიტყვა „ჯანგირის“ შემდეგ ჩამატებულია: „ჯანგირი, ჯეანგირი, ჯანგირი საკუთარი სახელია. სპარსულად ჯან – სული“. ეს ორივე შენიშვნა გაერთიანებულია ისრით ი. გრიშაშვილის მიერ და მიწერილი: „ივ. მაჩაბლის ხელია. ი. გრ.“ გვ. 477. ლექსიკონის ბოლოს მიწერილია: „ამ ლექსიკონის შეცდომის გასწორება იხ. თავში, გვ. XIII. ი. გრ.“ წიგნის ბოლოს თეთრ ქაღალდზე დაწებებულია „შესასწორებელი შეცთომანი“, ი. გრიშაშვილის წარწერით: „ვისრამიანიდან“. ივ. მაჩაბლის მინაწერები, გარდა ზემოაღნიშნულისა: გვ. 32. ხაზგასმულია სიტყვა: „საეჭვი“ და არშიაზე: „предположение.“ გვ. 93. ხაზგასმულია: „იალმაგი“ და არშიაზე: „სამოსელი“. გვ. 141. ხაზგასმულია: „ასაბიანი“ და არშიაზე: „მტერზედ მიმყო... შემნე“... ჩამოჭრილია ბოლო. გვ. 142. ხაზგასმულია: „ღაფლად“ და არშიაზე: „Врасплох“. გვ. 145. ხაზგასმულია: „რახსისაგან“... „ჭარმაგს“ და არშიაზე: „შავ-მოწითალო ცხენი – თეთზე შავი დაწიწ“... მოჭრილია. გვ. 151. ხაზგასმულია სამი სტრიქონი, დაწყებული სიტყვებით: „ჩინეთის ქვაზედა სწერია... და არშიაზე: „ვეფხ. ტყაოს.“ გვ. 203. ხაზგასმულია: „მოგუისაგან“ და არშიაზე: „სამოგვე“. გვ. 214. ხაზგასმულია: „ქოისტანისა“ და არშიაზე: „აღმოსავლეთის ნაწილია“. გვ. 339. ხაზგასმულია: ორ ადგილას სიტყვა: „საეჭუი“ და არშიაზე: „предполож...“ გვ. 416. პირველ აბზაცს მიწერილი აქვს არშიაზე: „[მოჭრილია] ეპრვეს მაგივრად“. ხაზგასმულ-მოხაზულია ადგილები და ზოგი სიტყვა ივ. მაჩაბლის ხელით: გვ. გვ. 1–4, 11, 12, 15, 18–24 და ა. შ. წიგნში ჩადებულია გაზეთიდან ამოჭრილი ალ. ბარამიძის წერილი „ილია ჭავჭავაძე – „ვისრამიანის“, წინასიტყვაობის ავტორი“, მინაწერით: „ლიტ. საქ., 1937, № 12. 29 მაისი“.

ქართული ლიტერატურა

821.353.1-1