National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

თ. გიორგი დავითის ძის ერისთავის თხზულება. (სურათით) / გ. ერისთავი ; [წინასიტყვ. ავტ.: აკაკი წერეთელი და ი. მეუნარგია].

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: თფილისი, 1884 Edition: მე-2 გამოცემაDescription: [587] გვ. : ცალკ. პაგ. პორტრ. ; 20სმSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ე-783 (Browse shelf(Opens below)) 1320 Available ავტოგრაფით 2020-10271
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ე-783 (Browse shelf(Opens below)) 4799 Available 2020-10272

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცზე: „ქაჯური ქცევა. (რუსული?) გვ. 46. (აქვე ა. ჭავჭავ. გვ.). 2. ქართული რომანი, 141. 3. ბანკის დაარსება. 145. 4. ყმა ტორგში იყიდება, 145. 5. რუსულის მცოდნე, 148. 6. ჩალხი, 151. 7. ენაზე ჭალი, 150. 8. ჩალიანი. 229 და 179. 9. „მთავრინა“, 383, 426. 10. პაჟარნი, 445. 11. ჯან-ჯაფილი, 447. 12. გლუხარიჩი, 448. 13. სათალი, 438–456. 14. ქურსი, 251. 15. ქაჯური, 46, 440“.
ფორზაცის მე-2 გვერდზე: „ქაჯური“, გვ. 46, 440. გაყრის ხუთი გამოცემა, 127. ევანგულა (203). ნ. ბარათაშვილი თავის წერილებში გ. ერისთავს კარგ პოეტად სთვლის. ბაბალე ორბელიანს უძღვნის ძულების ლექსს, 24. 1. ნ. ბარათაშვილი, გვ. 117. 2. ნ-ო. გრიბოედოვს, 33. 3. რეცეპტი – მანანა ორბელიანს, გვ. 26. 4. ვაი ჭკუისაგან პეტრე ბაგრატიონის და ა. ჭ-ძის სახლში, გვ. XXXVIII. 5. მაჯამა, 39. 6. ლენცოფა, 45. 7. ასონანსი, 142. 8. დანტე და სხვ., 100. 9. ანტონი – გრ. ორბელიანის ლექსის პერსონაჟი, 118. 10. „აგერ ცაში მზე ბრწყინვალებს“, გვ. 87. 11. ნიკო ბარათაშვილი – მეჭორე, 117“.
ფორზაცზე დაკრულია ქაღალდის ნაჭერი, რომელსაც აწერია: „Иосиф Мамулашвили, (გ.რ.ი.შ.ა.შ.ვ.ი.ლ.ი.) 1907“.
გვ. XLI კომედია „გაყრას“ მოქმედ პირთა და შემსრულებელთა სიაში ხაზგასმულია ანდუყაფარის როლის შემსრულებელი „თ. ილ. ორბელიანი“, არშიაზე მიწერილია: „ილია, გრიგოლის ძმა? შამილმა რომ დაიჭირა?“
გვ. XLII ხაზგასმულია: „…გაიმართა წარმოდგენა ახლად აშენებულს მშვენიერ თეატრში, თამამშოვის ქარვასლაში“. არშიაზე: „არ არის მართალი, იხ. ხარიტონოვი“.
გვ. XLX ტექსტში ხაზგასმულია ნათარგმნი პიესის სათაური „მოჯადოებული თავადი“. არშიაზე წერია: „Закалдованный принц-ი?“ მერე გ. ერისთავმა ხომ არ გადააკეთა? „თილისმის ხანი“. ი. გრ.“
გვ. LIII. არშიაზე მინაწერი ქართული თეატრის შესახებ: „ხუთ წელიწადს არსებობდა ის თეატრი მუნ ქალაქში“ (გ. დვანაძე)“.
გვ. LIV. ტექსტში მოყვანილ გ. დვანაძის ლექსში ხაზგასმულია: „მე შემიყვარდა იქ ქალი“. არშიაზე წერია: „ლიზა ნათიშვილი“.
გვ. LVI. ხაზგასმულია: „შარმაზანოვის დარბაზსა“, მიწერილია: „ეს შარმაზანოვის დარბაზი იყო აბასაბადის მოედანზე. (იხ. პ. უმიკაშვილი). ი. გრ.“
გვ. LVII მოხაზულია მთელი გვერდი, მიწერილია არშიაზე: „ეს იყო 1855 წელს იხ. „Кавказ“, 1855, № 8“.
გვ. LXV ხაზგასმულია: „ცენზორათ იყო მეტეხის მღვდელი დეკანოზი ეფრემ ალექსეევი-მესხიევი“. არშიაზე წერია: „იხ. ილია ჭავჭავაძე, ტ. IV (ქართული წიგნი) გვ. 436. მეტეხელ მღვდელზე კიდევ იხ. „ივერია“, 1904 წ., № 63“.
გვ. LXVIII. მოხაზულია აბზაცი, რომელიც ეხება გ. ერისთავის ერთ-ერთ რუსულ კომედიას. არშიაზე მიწერილია: „იხ. „Кавказ“. ამავე გვერდზე ხაზგასმულია: „დაიბეჭდნენ ცალ-ცალკე „ძუნწი“, „უჩინ-მაჩინის ქუდი“ და მათთვის შესაფერი ლიბრეტტოები რუსულს ენაზე“. არშიაზე წერია: „მაშინ წიგნებთან ერთად ლიბრეტოებიც იბეჭდებოდა“.
გვ. LXIV. გ. ერისთავის კომედიის „მაიკოს“ შესახებ მინაწერი არშიაზე: „მაიკოს“ ავტორი ყოფილა „ბეკლემიშოვი.+ (იხ. ნიკო ნიკოლაძის „ნაწერი“, 1889 წ., დაბეჭდ. გვ. 100)“. კომედია „თილისმის მოარშიყეს“ ეხება მინაწერი: „მოლიერით. (იხ. კ. ყიფიანის წერილი „დროება“, 1876. № 22)“.
გვ. 4. ლექსის „თ. სვიმონ მაჩაბელს“ ბოლოს მიწერილია: „ეს ლექსი გაზ. „მიწამ“ დაბეჭდა როგორც ჯერ დაუბეჭდავი ლექსი. (იხ. „მიწა“, № 2, 1921 წ., 7 იანვარი)“.
გვ. 5. ლექსის „მტკვრისადმი“ წინ წერია: „ნ. ბარათაშვილის „ჩინარი“ ჰგავს ამ ლექსს“.
გვ. 8. შილერის ბალადის სათაურის თარგმანი „ხელჯაგვი“ ხაზგასმულია, მიწერილია: „ხელთათმანი“. არშიაზე წერია: „იხ. გრ. ორბ. წერილები. ტ. I , გვ. 123“.
გვ. 17. ლექსის „დედა და ქალი“. (კრასნი სარაფანის ხმაზედ)“ ქვესათაურთან მიწერილია: „Не шей матушка красный сарафан“. არშიაზე: „ეს ლექსი მიბაძვაა რუსულისა. ამ ცნობილ რუსულ ლექსს კ. რატიგინმაც მიბაძა. იხ. „Закулисная хроника“. 124. ეს ლექსი ასე იწყება: „Не шей ты мне девичий наряд და სხვ. (იქვე)“.
გვ. 21. მოხაზულია ლექსის „თ. სიმონ მაჩაბელს“ დაწერის თარიღი, მიწერილია: „1832“.
გვ. 24. ლექსის სათაური: „კ. ბ. ო“. გახსნილია: „[კნეინა ბარბ. ან ბარბარე ორბელიანის]“.
გვ. 26. ლექსის „რეცეპტი“ სათაურს ქვემოთ მინაწერი: „(მანანა ორბელიანს)“.
გვ. 28. ლექსში „ფიქრი ყმაწვილი ქალისა“ ხაზგასმულია ორი სტრიქონი „დილით ფაიტონითა“… და „მაგრამ ამ სალოგინეს…“ და არშიაზე მიწერილია: „ეს ორი სტრიქონი აქ კარგადაა, ხოლო ზოგიერთ ეგზემლჲარში ასოთი მეტია. ი. გრ.“ აქვე მინაწერი: „იხ. დავა“.
გვ. 32. ლექსის „გულს“ სქოლიოში მოყვანილია ამ ლექსის ზოგიერთი ადგილის სხვა ვარიანტი:
„საბრალო“ მე-5 სტრიქონის სიტყვის „საწყალს“ ნაცვლად.
„ბევრჯერ შემცდარა ვნებათაგან არს გალეული.
ვით მარგალიტი სადაფს შინა არის დაცული
შენც იყავ მისებრ უგრძნობლობის ჯაჭვით დაბმული“.
იქვე მინაწერი: „(ეს ხელთნაწერი ვნახე ვ. თოფურიას ხელში, ჯერ არ იყო შეძენილი). ი. გრ. 1934. 10/XII“. ამავე ლექსის მე-3 სტროფი მოხაზულია და არშიაზე მიწერილი: „ეს კუპლეტი ერთ ვარიანტში არ არის“.
გვ. 33 ლექსში „თოვლი“ ხაზგასმულია მიძღვნა: „კნიაჟნა ნინა ჭავჭავაძისას (გრიბოედოვისას)“, მიწერილია: „ცისკარში“ მიძღვნა არ ეწერა. (იხ. „ცისკარი“, 1852, № 1, გვ. 4)“. ხაზგასმულია ამ ლექსის თარიღიც, მიწერილია: „გ. ერისთავი 6 წლის გადასახლების შემდეგ ჩამო…“
გვ. 45. ლექსის „შექმნა სეკრეტრისა“ ბოლოს მიწერილია: „ამის რუსული დედანი ინახება გ. თუმანიშვილის ქაღალდებში (საქ. მუზეუმში)“.
გვ. 46. ლექსში „ე… წ…“ ხაზგასმულია: „აწყენს ქაჯური მათი ქცევა“… მიწერილია: „ა. ჭ-ძესაც აქვს „ქაჯური“. იქვე ხაზგასმულია: „მუნებური“. არშიაზე: „იქაური. მუნ. იქ.“
გვ. 49. ჩადებულია ქაღალდის ნაჭერი, რომელზედაც წერია: „შავლეგოს შემოსძახებს, მამაპაპურს გლეხურსა“. (ი. დავითაშვილი თხზ. ვ. ხურ. რედაქ. გვ. 285)“.
გვ. 53. ხაზგასმულია ლექსის სათაური: „კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას“, არშიაზე მინაწერი: „ლილი ბეგთაბეგოვის მამიდაზე. ეს ლექსი გლუხარიჩის ხელმოწერით იხ. საეთ. საზ. ხელთ. № 130“.
გვ. 61. ხაზგასმულია სათაურის შემდეგ: „მიბაძვა პავლოვასი“. არშიაზე წერია: „კაროლინა პავლოვა? თუ იმისი ქმარი?“.
გვ. 68. უსათაურო ლექსთან მიწერილია: „ამ ლექსს აწერია ნინა ჭ-ძეს (იხ. თუმანიშვილის არხივში დაცული ხელთ. ლექსები). ეძღვნება ალ. ჭავჭავაძის ქალს (?) ნ. ჭ.“ ლექსში ხაზგასმულია: „ბეზიკის“, მიწერილია: „ბესიკი?“ ამავე ლექსში ხაზგასმულია სტრიქონი: „მაგრამ ოსურად გაგიძარცვამს“… სქოლიოში შენიშნულია: „ამბობენ, ეს გვამი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე, იმ დროს უწყებებში დაიბეჭდა ოსური მოთხრობა, სადაც მოწოდება იყო ოსებისადმი, რომ საქართველო მტრისგან გაენთავისუფლებიათ. ი. გრ.“ გვერდით არშიაზე: „ეს მოთხრობა ეკუთვნის გ. ერისთავს იხ. დიმიტრი ყიფიანის „მემუარები“, 1930 წ.“
გვ. 69. ლექსის „ჩემს ძმას ი.“ სათაურთან მინაწერი: „ივანე [ანუ ოქრო] ერისთავს – ერთად თარგმნიდნენ მარლინსკის“.
გვ. 87. მოხაზულია ლექსის ბოლო 9 სტრიქ. მინაწერი არშიაზე: „ეს ლექსი გავს ფეტის ლექსს. ი. გრ.“
გვ. 116. მოხაზულია მე-2 სტრიქონში: „ელენეს“, არშიაზე: „სხვაგან მაია“.
გვ. 117. ხაზგასმულია მე-2–3 სტრიქონები. არშიაზე წერია: „ტატო. ნ. ბარათაშვილი. იხ. მომქმედნი პირნი (თავში)“.
გვ. 118. ტექსტში ხაზგასმულია: „ანტონი“, მიწერილია: „ანტონი გრ. ორბელიანის ლექსის პერსონაჟი“.
გვ. 127. კომედია – „გაყრა“-ს სათაურის ქვემოთ წერია: „1. პირველად გამოვიდა 1850 წელს (მგონი ამ წელს ორჯერ გამოვიდა). 2. ეს გამოცემა. 3. 1909 წელს სორაპნის გამოცემა. 4. 1910 წელს დ. კილოსანიძის გამოც. 5. 1928 წელს სახელგამი. +) რუსულადაც გამოვიდა ამ წელს. ი. გრ.“
გვ. 164. ხაზგასმულია ბოლო სტრიქონში სიტყვა: „ტანტიკინმა“, მიწერილია: „დიასახლისი („სახლის ქალბატონი“)“.
გვ. 165. არშიაზე: „შეცდომა: თალიში, ხახვი. (მძიმე არ უნდა) იხ. I გამო. 54“.
გვ. 166. ხაზგასმულია ტექსტში სიტყვები: „ყადიფა“ და „ჩანგალი ჩაიგდე“. არშიაზე: „ალაყაფის კარები რომ გააღო, დაკეტეო თუ… ყალიფას ჩანგალა აქვს. ი. გრ.“
გვ. 169. მოხაზულია 13 სტრიქონი. არშიაზე: „ჰგავს ზ. ანტონ. „მზის დაბ. საქარ.“
გვ. 173. პიესა „დავას“ წინასიტყვაობაში ხაზგასმულია: „კრებულში“, მიწერილია: „წელი? -?“ სქოლიოში მიწერილია: „მაშასადამე ლიბრეტო რუსულადაც იყო შედგენილი 1851 წ.“
გვ. 327. ჩაკრულია ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც წერია: „თილისმის ხანი. კომ. 3 მოქ. თ. გ. ერისთავისა. 1852 წ. გამოცემ. მომქმედნი: აბდულ – უ. ჯაფარიძე. მახმადი – უ. კორძაია. ასანა ხარაზი – უ. დვანაძე. ფათმა – ქ. ა. სააკაძისა. ლეილა – უ. კორძაია. ექიმბაში – უ. ანტონოვი. მირზახანა – უ. ტატიევი. მსახური – უ. ზანგელოვი. ცოლები – მ. დვანაძისა. ქ. ტატიევისა“.
გვ. 421. ტექსტში ხაზგასმულია: „მორჩა“. არშიაზე: „გადარჩა?“
სარჩევში ხაზგასმულია ოთხი ლექსი: „მტკვრისადმი“… ზემოთ წერია: „ეს ოთხი ლექსი (ვარიანტები) არის დაცული ცენტრ-არხივში დ. ერისთავიდან წამოღებულ ქაღალდებში. (ჰკითხეთ გიორგი ბოჭორიძეს). ი. გრ. 1932. 12/VI“. იქვე მოხაზულია: „შილერის ყაჩაღების ბოლოშია რუსულად ლექსები“.
სარჩევის მეორე გვ. ლექსს „თანამგზავრთან“ მიწერილია: „მიბაძვა კაროლინა პავლოვასი“.
სარჩევის ბოლოს წერია: „გ. ერისთავის არის აგრეთვე ცალკე წიგნად გამოცემული 1867 წელს – ალ. ესტ. ერისთავის მიერ. ამ კრებულშია „მაიკო“, „თილისმით მოარშიყე“ (მე ცალკე მაქვს აგრეთვე „ძალად ექიმი“) +) ამ პიესებს იონა მეუნარგია სხვას აკუთვნებს. გვ. LXIX. ი. გრ. (იხ. „ცისკარი“, 1866 წ.)“.
მეორე ცალის ფორზაცზე: „დუბლ. ი. გრ. გვ. 449.“

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.