National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

მგელკაცა / გ. ნახუცრიშვილი ; [რედ. ილ. ხოშტარია].

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian თბილისი : საბჭ. საქართველო, 1958Edition: მე-2 გამოცემაDescription: 254 გვSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Notes Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-312.4 (Browse shelf(Opens below)) 2K15963 Available 2017-9638
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-312.4 (Browse shelf(Opens below)) 2K15964 შესამოწმებელია 2021-353690
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ნ-396 (Browse shelf(Opens below)) 179 Available ნაჩუქრობის წარწერით, ადგილები ხაზგასმულია 2021-3581231
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ნ-396 (Browse shelf(Opens below)) 1951 Available 2021-3581232

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ავტორის ხელით: „ძვირფასო ბატონო სოსო! როდესაც ამ წიგნზე თქვენდამი მოძღვნის წარწერას ვაპირებდი – უეცრივ მეხსიერებაში წარსულის ერთმა პაწია სურათმა გამიელვა.
…ეს იყო ნახევარი საუკუნის წინ.
ჩვენ, ე. ი. დავით ნახუცრიშვილის ოჯახი, მაშინ ანჩისხატის გადმოსწვრივ ერთ ძველ სახლში ვცხოვრობდით.
იმხანად თქვენ – ახალგაზრდა ჭაბუკი – გაზეთის დამტარებლად მუშაობდით, და მე – მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭს – სიზმარივით ჩამრჩა მეხსიერებაში თქვენი მუდამ მხიარული მოსვლა ჩვენს სახლში, ჩვენს ნათესავ გოგონა კატოსთან ოხუნჯობა და სიცილი. დღესაც ყურებში მიდგა კატოს ხმა, რომელიც წასვლისას მოგდევდათ ხოლმე უკან და გეხვეწებოდათ:
– ბიჭო, სოსო, კიდევ დაგვიწერე ეგეთი კარგი ლექსები, კიდევ:
– დღეს თქვენ ხალხის მიერ დიდ მგოსნად და საზოგადო მოღვაწედ აღიარებული – ყველა ხელოვანისათვის სანატრელ მწვერვალზე დგეხართ და იმედი მაქვს – არ იწყენთ და არ ითაკილებთ ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილ თქვენი წარსულის ამ პაწია სურათის მოგონებას. ვაი იმას, ვინც ყმაწვილობაში მაღალი მდგომარეობით დაიწყო და სიცოცხლის დაისზე კი, თავისი უნიათობის გამო, გაზეთის დამტარებლობამდე დავიდა, – თორემ თქვენ, ხალხის „უჩინოთა“ წიაღიდან გამოსულმა, მატერიალურ სახსარს მოკლებულმა ახალგაზრდამ – გაზეთის დამტარებლობით დაიწყეთ და პოეტ-აკადემიკოსობამდე ახვედით მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პირადი მაღალნიჭიერებისა და დაუღალავი შრომის წყალობით. და დაე, მთელი თქვენი სიცოცხლე და ცხოვრების შემოქმედებითი გზა სასწავლო მაგალითი იყოს ყველა ჩვენი ახალგაზრდისათვის ქართველი ერის საკეთილდღეოდ.
უღრმესი პატივისცემით და გულითადი სიყვარულით.
გ. ნახუცრიშვილი. 5. X. – 58 წ. ქ. თბილისი“.
ყდის მეორე გვ.: „გვ. 104“. ამ გვერდზე ხაზგასმულია: „ხოლო გრიშაშვილის ლექსებს გრიშაშვილისებურადვე კითხულობდა და მუდამ აღტაცებას იწვევდა მსმენელებში“. ეს აბზაცი მთლიანად მოხაზულია.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.