National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ლექსები. პოემა. წერილები / ნ. ბარათაშვილი ; წინასიტყვ. ავტ.: პავლე ინგოროყვა.

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian Series: ქართული კლასიკური მწერლობაPublication details: თბილისი : ფედერაცია, 1939.Description: XCIII,175 გვ. : 1 ჩართ. ფურც. პორტრ. ; 26სმSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 + 821.353.1-11 + 821.353.1-6 (Browse shelf(Opens below)) 2K303 შესამოწმებელია 2020-13365154
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 + 821.353.1-11 + 821.353.1-6 (Browse shelf(Opens below)) 2K2963 შესამოწმებელია 2020-13365153
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ბ-251 (Browse shelf(Opens below)) 3451 Available 2019-4673
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ბ-251 (Browse shelf(Opens below)) 11442 Available 2019-4672

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ყდის მეორე გვერდზე: „1. ელისეს მინდვრები. 87, 2. ნიკო გლეხებზე ზრუნავს, 87, 3. „О скучно грустн, გვ. 86, 87, 96. 4. ნინო გრიბოედოვის ნეკროლოგი, 105“.
ფორზაცზე: „ი. გრ. 1939 11/XI“. იქვე: „I შეცდომა – LXIV, LXVI, LXXXVII, 97, 156. „სიტყვა. ასული. სათარა“, იხ. II გვ.“.
შმუცტიტულზე: „ნ. ბარათაშვილი. დაიბ. 1817 წ. 15 დეკემბ. (ძვ. სტ.) ნინო ხოშტარიას ცნობით, იხ. „ახალგ. კომ.“, 1940 წ. 18 თებ. გარდაიცვალა 1845 წ. 21 ოქტ. (შდრ. გვ. XII)“.
გვ. VI. ხაზგასმულია: „ბუდეშური (წმინდა ქართული ტიპი)“, მიწერილია: „პირიქით. იხ. ჩემი მასალები“.
გვ. XI. მეორე აბზაცში ხაზგასმულია: „23 წლის“, გასწვრივ წერია: „იხ. 170“.
გვ. XIII. ხაზგასმულია: „თარიღი პოეტის დაბადებისა არის 1818 წელი“, მიწერილია: „1817 წ. 15 დეკემბ.“. ხაზგასმულია: „გარდაიცვალა პოეტი 1845 წელს 21 ოქტომბერს (ახალი სტილით)“, მიწერილია: „საბუთი?“.
გვ. XLVII. მოხაზულია: „1818. (ეკ. ჭავჭავაძის დაბადების წელი)“, მიწერილია: „1816. ი. გრ.“
გვ. LXIV. ხაზგასმულია: „დედოფალს ეკატერინეს და არა მის ასულს, გვ. XIII“, გასწვრივ წერია: „ამ გვერდზე არ არის, იხ. გვ. XXIII, მ. გედევანის გამოცემა. გრ. ყიფშიძეს ასე აქვს: „პავლოვსკიდან ცარსკოე სელოში“ წავედი და იქ ვეწვიე სამეგრელოს მთავრინას დადიანის ასულს. ბატონიშვილმა მიბოძა წასაკითხად ორი ნაწარმოები. „ჩემს მერანს“, „ბედი ქარ. (?) გრ. ყიფ. XXIII“, აქ „ასული“ არ იგულისხმება. გრიგოლის შეცდომაა. ის არის უნდა ეთქვა ჭავჭავაძის ასულს, ამის ნაცვლად სთქვა დადიანის ასულს“.
გვ. LXVII. მოხაზულია აბზაცი, მიწერილია: „ლერმონტოვის გავლენა ჰქონდა“.
გვ. LXXVIII. ხაზგასმულია: „პუშკინი“, არშიაზე: „ლერმონტოვი?“
გვ. LXXXIV. ხაზგასმულია: „ყიფიანმა“, არშიაზე: „კიპიანმა“.
გვ. LXXXVI. არშიაზე: „დიმიტრი ვეზირიშვილისაგან გამიგონია, პოეტს ქართლში სადღაც ეკლესიის კარზედ დაუწერია ამ მომღერალის ქებაო“, (იხ. მეუნარგია XXX) „ქება“ ლექსია?“.
გვ. LXXXVII. მოხაზულია აბზაცები. არშიაზე წერია: „ქართლში იყოო“, ეს რა საბუთია? ამით მტკიცდება, ნიკომ სათარაზე ლექსი დასწერა? აქ „ლექსი“ იგულისხმება „სიტყვა“, იხ. 158“.
გვ. LXXXVIII. ხაზგასმულია: „უთუოდ სანდო პიროვნებაა კ. მამაცაშვილი“, მიწერილია: „სიბერის გამო ბევრ რამეს აურევდა“. ხაზგასმულია: „მირიან ივერი“, არშიაზე: „მირიან ჭყონია იყო ნიკოს სკოლის ამხანაგი“.
გვ. 49. ხაზგასმულია: „თამაზ ენისენთ მოურავის ძე, და იოანნე კახთ აბაშიძე“, არშიაზე „ვარიანტი: „სომხეთის გმირნი ყაფლანის შვილნი და მათ მომარცხნეთ ბარათაშვილნი“.
გვ. 56. ხაზგასმულია პირველ სტროფში: „მას აქ ესახლა თავის სახლობა“. მიწერილია: „და მომავალმა აწ ქალაქისკენ გამოიარა თავის სახლისკენ. ვარიანტი. ი. გრ.“.
გვ. 97. მოხაზულია სქოლიოში: „ზ. ჭიჭინაძის გამოცემა“, გასწვრივ წერია: „საიდან დაასკვნა?“.
გვ. 102. შენიშვნასთან: „ბარათი იბეჭდება ახლად აღმოჩენილი დედნის მიხედვით“... მიწერილია: „როგორ? ეხლა აღმოჩნდა?“ მოხაზულია: „გრაფი ჩიჩერო ე(?) – ჩიჩერონე იტალიურად ნიშნავს მეგზურს“..., მიწერილია: „აქ გვარია“.
გვ. 103. მოხაზულია: „სოფიო ორბელიანი“, მიწერილია: „გრ. ორბ. დანიშნული „სოფიკო“. ხაზგასმულია: „აპლიპუტილა“, მიწერილია: „საალერსო სახელი კატოსი“.
გვ. 107. ხაზგასმულია: „ეი, მუსულმან ნამარი ხანჯალ-ზანი – ერთი ტაეპია სიმღერისა“, მიწერილია: „იქნება სათაური?“.
გვ. 115. ხაზგასმულია: „1875 წლის გაზეთ „დროების“ 143 ნომერში ყველასათვის სრულიად მოულოდნელად გაჩნდა ასეთი ცნობა: „იბეჭდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები“. მოხაზულია „სრულიად მოულოდნელად“. მიწერილია: „რატომ?“. სტრიქონში: „1876 წლიდან 1922 წლამდე ბარათაშვილის თხზულებათა რვა გამოცემა გამოვიდა“, მოხაზულია „რვა გამოცემა“, მიწერილია „მეტი არა?“.
გვ. 170. შენიშვნაში ხაზგასმულია გვარები, არშიაზე მიწერილია სახელები: „ერისთავი – რევაზ, ვეზირიშვილი – დიმიტრი, სუმბათაშვილი – ვასილ, ბარათაშვილი – ლეონიდ“.
ყდის მესამე გვერდზე ფანქრით: „ლექსიკონი რატომ არა აქვს! არ არის ახსნილი: 1. დუშალიკი, 88. 2. ჩუსუმები, 89. [ჩეს ასუმ? საიათნოვას ლექსი]. 3. არვინ იცის რა გამოვა რისაგან [ეს საიათნოვას ლექსიდანაა]. 4. ქიზგა. ოსურად გოგოს ნიშნავს. 89. 5. შეშურები, 91. 6. ბუდეშური (და ბუდუშური მისი ფეფები). 7. ქაჯანა. 127. 8. სანთური, 96.
გაზეთებიდან ამონაჭრები: 1. ანონიმური წერილი „ნ. ბარათაშვილის დაბადების თარიღი“ მინაწერით: „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1940 წ., № 40, 18 თებერვ.“
2. გ. აბაშიძის წერილი: „ნ. ბარათაშვილის ახლად აღმოჩენილი წერილები“. მინაწერით: „ლიტ. საქართველო“, 1937 წ., № 3, 10 თებ.“ აქვე დევს ქაღალდის ნაჭერი მინაწერით: „ლექსი მოწერილი თ. ნ. ბ. ნ. ბარათაშვილისა ხომ არ არის? იხ. „ცისკარი“. 1862 წ., № II, გვ. 191“.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.