National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ალექსი : ზღაპარი / აკაკი წერეთლისა.

By: Material type: TextLanguage: Georgian Publication details: თფილისი, 1880.Description: (129-154)გვ. : 23სმSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Cover image Item type Current library Home library Collection Shelving location Call number Materials specified Vol info URL Copy number Status Notes Date due Barcode Item holds Item hold queue priority Course reserves
წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 წ-395 (Browse shelf(Opens below)) 29136 Available 2024-86222324

ჟურნ. "ივერიიდან" ცალკე ამონაბეჭდი

კანზე: „სად დაიბეჭდა: 1. „მნათობი“, 1869, ნოემბ.-დეკემბ. დაიბეჭდა I და II თავი. 2. „მნათობი“, 1870 იანვ. 3. „დროება“, 1876. № 56, 59, III, IV და V თ. 4. „ივერია“, 1880, № 1. (სრულად.) 5. ცალკე წიგნად 1880 (II წიგნი) – (სრულად). 6. „კრებულში“, 1898, № 10 (სრულად.) 7. ცალკე წიგნად 1910. („ცოდნა“). 8. „ნაკადული“, 1908 წ., (მოზარდ.) № 11. 9. იხ. „ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია“ ს. გორგაძისა, გვ. 21. (შემოკლებით). 10. ხელნაწერი – არა აკაკის ხელით № H:1595“.
გვ. 132. ჩამატებულია „სხვაც არა ჰქონდა მას სადარდელი“ მინაწერით: „მგონი აკლია“(?)
გვ. 133. სტრიქონს „გამვლელ-გამომვლელს „კუსკუს“ ძახილით“ აქვს შენიშვნა: „1910 წლის გამოცემა მასში „გუ-გუა“. „კრებულშიც“ ასეა: 1898, № 10.“
გვ. 134. სტრიქონთან „ბულბულის გულსა მწველ ცეცხლს უდებდა“ მიწერილია: [„ბულბულის გულსა] ცეცხლს უკიდებდა.“
გვ. 135. ხაზგასმულია სტრიქონები და არშიაზე მიწერილია: „ოთხი სტრიქონი წითელი ხაზი რომ უსვია ცენზორმა არ გაუშვა და ის გამოტოვებულია „მნათობში“, 1870, № 1, გვ. 75“.
გვ. 134, 136, 137, 138 ტექსტი მთლიანად მოხაზულია და მიწერილია: „ს. გორგაძეს არა აქვს.“
გვ. 143. სტრიქონებში:
„ძილი დაუფრთხათ
ტკბილი მაგარი
ამ ხმაურობით პატარა კრავებს.“
გადანაცვლებულია სიტყვები:
„დაუფრთხათ ძილი,
მაგარი ტკბილი
პატარა კრავებს ამ ხმაურობით!“
იქვე მინაწერი: „ეს ჩვენ გავასწორეთ. ი. გრ.“.
„შესწორებულია. იხ. „დროება“, 1876, № 56.“
წიგნში ბევრია კორექტურული ხასიათის შესწორებები. როგორც ჩანს, წიგნი წარმოადგენს სარედაქციო ცალს. ეს პოემა ი. გრ. რედაქციით შევიდა ა. წერეთლის თხზულებათა სრული კრებულის მე-3 ტომში. თბ., სახელგამი, 1940, გვ. 361–379.
4501–4503. [წერეთელი] ა. ალექსი. (ზღაპარი ყმაწვილებისათვის). ტფ., 1910.
ხელნაკეთ კანზე: „ი. გრიშაშვილი. ააწყეთ. ი. გრ. 1940. 2/II“.
თავფურცელზე: „აქედან აიწყოს. ი. გრ.“
ტექნიკური რედაქცია და კორექტურული შესწორებანი ი. გრ. ხელითაა.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.