მცირეგაბარიტიანი დასაკეცი გარაჟი თენგიზ ტოპეშაშვილი, თენგიზ ნადირაძე.
Material type:
TextLanguage: ge ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 01.03.97. N3Description: სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; ფიგურა: 5Patent information: 188 , Y, 1997-03-01, published, SakpatentiOther title: - = Small-sized Collapsible Garage : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 1997 188 Y : (51) E 04 H 6/04 (IPC, 2006)
- E04H6/04
| Item type | Current library | Call number | Copy number | Status | Date due | Barcode | |
|---|---|---|---|---|---|---|---|
პატენტები
|
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. | E04H6/04 (Browse shelf(Opens below)) | U 1997 188 Y | Not for loan | 2016-1971 |
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
სასრგებლო მოდელი განეკუთვნება მცირეგაბარიტიანი გარაჟების მშენებლობას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსუბუქი ავტომობილების და სხვა მცირეგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების შესანახად; აგრეთვე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების შესანახად გემბანზე.
სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია გარაჟის კონსტრუქციის გამარტივება და საექსპლუატაციო თვისებების გაუმჯობესება.
სასარგებლო მოდელის არსი მდგომარეობს შემდეგში.
მცირეგაბარიტიანი დასაკეცი გარაჟი შეიცავს საძირკველზე დამაგრებულუძრავ სექციას, მოძრავ სექციებს, რომელთაგან განაპირაზე წინა მხრიდან დაყენებულია კარები, ამასთან ერთად მოძრავ სექციებს შეუძლიათ გორვა მიმმართველებზე. კრონშტეინებზე მიმაგრებულ გორგოლაჭებით, დაკეცილი მდგომარეობიდან, სადაც ისინი ტელესკოპურად არიან შესული ერთმანეთში და აგრეთვე უძრავ სექციაში, გაშლილ მდგომარეობამდე, ხოლო ყველა სექციაზე დამაგრებულია მათი ფართობითი ჰორიზონტალური გადაადგილების შემზღუდველი გამონაშვერები და რეზინის საიზოლაციო ფენები, რომლებიც ტენისა და ჭუჭყისაგან იცავენ სექციებსა და აგრეთვე სექციებსა და მიმმართველებს შორის არსებულ ღრეჩოებს. ამასთან, მოძრავ სექციებზე დამაგრებულია გორგოლაჭები, რომლებიც ამოჭრილი ღარებით ეყრდნობიან კუთხოვანას პროფილის მქონე მიმმართველებს გორვის შესაძლებლობით, ხოლო მოძრავი სექციების წინა მხარეს მდებარე გორგოლაჭების დამჭერ კრონშტეინებზე დამაგრებულია თითები-ფიქსატორები, რომლებიც გარაჟის გაშლილი მდგომარეობისას მდებარეობენ მიმმართველებზე დამაგრებული შესაბამისი გამონაშვერების ქვეშ.
There are no comments on this title.