ლექსები ტ.1 / გ. ქუჩიშვილი ; რედ. : შ. რადიანი.
Material type:
TextLanguage: Georgian Publication details: ტფილისი: სახელგამი, 1935 Description: V-XXXVI,315 (1) : ავტ. პორტრ. ; 18 სმOther title: - Стихи I
| Item type | Current library | Call number | Copy number | Status | Date due | Barcode | |
|---|---|---|---|---|---|---|---|
წიგნი
|
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 რარიტეტი | 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) | 1K210 | Available | 2019-1481 | ||
წიგნი
|
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 რარიტეტი | 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) | 1aK2677 | დაზიანების III ხარისხი | 2019-26249 | ||
წიგნი
|
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი | 894.63 ქ-965 (Browse shelf(Opens below)) | 11311 | Available | 2021-3575544 |
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
შმუცტიტულზე: „ი. გრ. 1936. 30/III“, იქვე: „1. კოხტა გოგო წყალზე მიდის, გვ. 188. 2. „ბრბო“ და ჩვენ, გვ. 231. 3. ჩემი მიბაძვა, გვ. 148“.
გვ. XXI. მოხაზულია: „ქუჩის ავარები“, მიწერილია: „სახლის ავარებიც არიან? ი. გრ.“
გვ. XXXIII ხაზგასმულია: „იძულებული გავხდი გაზეთ „ცნობის ფურცელი“-სათვის მიმემართნა“, მიწერილია „ამ დროს „ცნობის ფურცელი“ არ გამოდიოდა“.
გვ. XXXVI. ტექსტის ბოლოს წერია: „ეს წერილი მე ადრე წამიკითხავს.“
გვ. 142. ლექსის „ტირილი მტკვარში დამხრჩვალ დედაზე“, ბოლოს მიწერილია თარიღი: „1934“.
გვ. 146. ლექსში „ივ. გომართელს“ ხაზგასმულია „ხარობს ტყეცა“, მიწერილია: „თუ ყველა ხარობს, ტყემ რაღა დააშავა, რატომ არ უნდა გაიხაროს. ეს ჰგავს მამია გურელის ლექსს „ქალი, კაცი გინდ ადამიანი“. მოხაზულია ბოლო სტროფი და მიწერილია: „მინდა“, ერთი ასეთი ლექსი მეცა მაქვს 1907 წ. „ნიშადურში“, არ შემიტანია კრებულში.“
გვ. 147. ლექსში – „დ. თურდოსპირელს“ ხაზგასმულია: „ამრევი გზა და კვალისა“ და მიწერილია: „აკაკის სტრიქონია. (იხ. „ავადმყოფი“)“.
გვ. 153. ლექსში „საღამო ზღვასთან“ მოხაზულია: „მსურს შენ გიძღვნა მეგობარო მიიღე და შეიწირე“ და მიწერილია: „გ. ტაბიძის ლექსიდან ჩემზე (იხ. „თემი“)“.
გვ. 158. ლექსს „მე და ზღვა“ მიწერილი აქვს: „ჩემი „ოცნების კოცნა“.
გვ. 162. ლექსის „სამაგიერო“-ს პირველი ორი სტრიქონი მოხაზულია და მიწერილია: „ძველი მწერლებიდან“. ხაზგასმულია: „და ამ რწმენით ყოფნის ზღვაზე“ მიწერილია: „ა. აბაშელი“.
გვ. 170. ლექსის სათაურთან „ჩემს მამულს“. მიწერილია: „ილია“.
გვ. 171. ლექსს – „ჩემი მხარე“ მიწერილი აქვს: „კარგია“.
გვ. 192. ლექსში „მზისკენ“ – ხაზგასმულია: „მზის სიცილი“ და მიწერილია: „ჩემი“.
გვ. 231. ლექსის სათაურთან „ბრბო“ მიწერილია: „ეს ჩემი ლექსის მიბაძვაა. იხ. ჩემი „ზეკაცი“
გვ. გვ. 304, 305. ორივე ლექსში ხაზგასმულია: „ქათქათებს მთვარე“, მიწერილია: „ცახელი, გ. ახოსპირელი, ი. ევდოშვილი.“
გვ. 307. ლექსში „რთველობა“ ხაზგასმულია: „ბჭობენ“, „ყელი მოუღერია“, მიწერილია: „რთვლის დროს ბჭობა (კრება) შეიძლება. „ბჭობენ“ და „ყელიც მოუღერიათ“.
წიგნის ბოლოს გაზეთიდან ამოჭრილი: ს. ჭილაია – გ. ქუჩიშვილის „თხზულებანი“.
There are no comments on this title.