National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

თხზულებანი / ნიკოლოზ ბარათაშვილი ; [რედ. კ. კეკელიძე ; გაფორმება მხატვარ ლ. გრიგოლიასი].

By: Contributor(s): Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: თბილისი : სახელგამი, 1945 Edition: [საიუბილეო გამოცემა 1845-1945]Description: LXXVIII, 172 გვ. : ავტოგრ. + 5 ჩართ. ფურც. სურ. ; 27 სმSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1(092) (Browse shelf(Opens below)) 3K171 შესამოწმებელია 2020-13365130
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1(092) (Browse shelf(Opens below)) 3K396 შესამოწმებელია 2020-13365131
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1(092) (Browse shelf(Opens below)) 3K1111 შესამოწმებელია 2020-13365132
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ბ-251 (Browse shelf(Opens below)) 3701 Available 2012-7558
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 ბ-251 (Browse shelf(Opens below)) 10645 Available 2012-7557

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცზე: „ი. გრ. 21/X – 1945. ოპერა“. იქვე მიკრულია „შესწორებანი“-ს პირველი ვარიანტი, რომლის არშიაზე მიწერილია: „ეს შესწორებანი არც ერთ წიგნში არ არის შესული. ი. გრ.“ იქვე დევს წიგნში დაშვებული კორექტურული შეცდომების სია, რომლის არშიაზე წერია: „შეცდომის გასწორების მე-2-ე და საბოლოო ვარიანტი. ი. გრ.“ მიკრულია ქაღალდის პატარა ნაჭერი წარწერებით: „გვ. 36 „Баратаев Михаил Петрович“. 1784–1856, 30 ივლისი (იხ. ვენგეროვის Словарь-ი) 1839–1844 წლამდე იყო კავკასიაში управляющим таможным округом. პეტერბ. 1844 წელს გამოსცა ნუმიზმატიკის წიგნი. Б. Энц. Изд. Прав. ტ. II.“ ფორზაცის მეორე გვერდზე: „1945. 21 ოქტ. ბარათაშვილის საღამო. ოპერის თეატრი. P. S. ასეთი ეგზემპლჲარი სულ 100 ცალი გამოვიდა – საიუბილეო საღამოზე იყიდებოდა. ამ სახით ეს გამოცემა აღარ გამოსულა გასასყიდათ. ასე, რომ ეს ცალი იშვიათობაა! ი. გრ.“. შმუცტიტულზე: „ჩემი შენიშვნები – იხ. „შემოღამება მთაწმინდაზე“. იხ. ლექსიკონი. იხ. კომენტარიები“. გვ. 4. მე-2 სტროფში ხაზგასმულია: „მიმქრალებული, ჰნათობს“. არშიაზე წერია: „მიმქრალიო (იხ. ლექსიკონი), თუ მიმქრალია როგორ ჰნათობს? ი. გრ.“. გვ. 6. მე-2 სტროფში ხაზგასმულია: „იდუმილობა“. გვერდზე წერია: „სიჩუმე. დუმილი-დუმილობა“. გვ. 36. „კნიაზს მ... კ..ძეს ბარატაევს“, ხაზგასმულია: „კ...ძეს. გვერდზე წერია: პ (?“). გვ. 68. პირველ სტრიქონში ხაზგასმულია: „მწუკნოვანსა“. გასწვრივ წერია: „მწვანოვანსა“. გვ. 69. ბოლო სტროფი მოხაზულია, არშიაზე წერია: „აკლია სტრიქონი“. გვ. 71. მე-2 სტროფში ხაზგასმულია: „შენთვის“, მიწერილია: „შერთვის“. იქვე მე-6 სტროფში ხაზგასმულია: „თვალი მელვარი“. გასწვრივ: „თვალთ მაელვარი“. გვ. 104, მე-3 აბზაცში ხაზგასმულია ადგილები. არშიაზე მიწერილია: „იხ. 1922 წ. გამოც. გვ. 155. მოლაყბის“. გვ. 105. მოხაზულია გვარი „სენკოვსკი“. არშიაზე კითხვის ნიშანი და მინაწერი: „ის სხვა სენკოვსკი ხომ არ არის?“. გვ. 161. მოხაზული სიტყვა: „აღტველვა“. არშიაზე: „ზეორთა ხელთა შემოკრება (საბა). ჩვენებურად ტაშს ნიშნავს, გადატანითი მნიშ. ხმაურობა, ტკრციალი და სხვ. (იხ. ა. ჭ.)“ წიგნში ჩადებულია ქაღალდის 10 პატარა ნაჭერი შენიშვნებით: 1. „ნ. ბარათ. სუნნელება-სუნი. ეს სიტყვა მგონი პირველად ბარათაშვილმა შემოიტანა. მერე აქედან მეოცე საუკ-ში გაკეთდა სურნელება“. 2. „ნ. ბარათ. მისტეხა, მიამტვრია, გატეხა – ასეთი ახსნა არ არის სწორი. საბას აქვს „ცისნატეხა-ქვა შავი. ჭიქის მსგავსი“, გვ. 418“. 3. „ნ. ბარათ. ფურცვნილი-დამჭკნარი, უფოთლო, დაფურცლული. ეს სიტყვა მასიურ გამოცემაში არ არის ახსნილი. დ. კ-შვილი კი ასე განმარტავს „ფურცვნილი – ე. ი. გაფურჩქვნილი“ – რაც შეცდომაა“. 4. „სანათური. ნ. ბარათაშვილის საიუბილეო გამოცემებში მოთავსებულია ლექსიკონი. იქ რამდენიმე შესწორება მინდა შევიტანო ზოგიერთი სიტყვის გამოისობით. სანთურის შესახებ ასეა დაბეჭდილი „სანთური-ქნარი“, მეტი არაფერი. სანთური არის ყუთისებური ბრტყელი სიმებიანი საკრავი. ეს ყუთისებური საკრავი დამკვრელმა წინ უნდა დაიდგას. აქვს ბევრი სიმი, ამ სიმებზე ჩაქუჩისებური ხის ჩასარტყმელით უკრავენ. (ტრაპეციის მსგავსია)“. 5. „ბარათ. შევფრიფინვიდი, „განთიადით. ღამედმდე შევფრიფინვიდი კოკრობას“, ესე იგი – ხსნიან ბარათაშვილის მელექსიკონები – შევხაროდი ვარდის კოკრის გაუშლელობასო. მე კი ვამბობ: შევსტრფოდი მის დაბადებას. რომ კოკორი (ბუტკო) გამოეღო. მთელი ლექსი თავის ფინალით ამას ღაღადებს“. 6. „ნ. ბარათ. ხელთაღპრობილი. ასე ხსნიან, ხელის გამმართველი, შემწე, მფარველი“. 7. „ნ. ბარათ. არ არის შეტანილი საცლმითა თუ საცმლითა“. 8. „ნ. ბარათ. უსაგნო – беспредметность. მიუსაფარი – бесприютность“. 9. „ნ. ბარათ. ხვაშიადი – გულისნადებიო. ხვაშიადი – საიდუმლოა. „სატრფოვ., მახსოვს“. 10. „ნ. ბარათ. სანთური ცუდათაა ახსნილი“. [საიუბილეო გამოცემა 1845-1945]. წანართი: "რედაქციისაგან", გვ. V-VII: "ნიკოლოზ ბარათაშვილი (ნარკვევები)", გვ. IX-LXXVIII. - დანართი: "წერილები", გვ. 73-96. - "კომენტარები", გვ. 97-116. - "ხელნაწერები და გამოცემანი", გვ. 117-142. - "ვარიანტები", გვ. 143-158. - "ლექსიკონი", გვ. 159-164. - "გამოცემისათვის - კ.კ.", გვ. 165-168. - დამატებითი თავფურც. რუსულ ენაზე. - ბიბლიოგრაფია: "ლიტერატურა შენიშვნებში", გვ. V-LXXVIII.

წანართი: "რედაქციისაგან", გვ. V-VII: "ნიკოლოზ ბარათაშვილი (ნარკვევები)", გვ. IX-LXXVIII. - დანართი: "წერილები", გვ. 73-96. - "კომენტარები", გვ. 97-116. - "ხელნაწერები და გამოცემანი", გვ. 117-142. - "ვარიანტები", გვ. 143-158. - "ლექსიკონი", გვ. 159-164. - "გამოცემისათვის - კ.კ.", გვ. 165-168.

ბიბლიოგრაფია: "ლიტერატურა შენიშვნებში", გვ. V-LXXVIII.

დამატებითი თავფურც. რუსულ ენაზე.

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.