National Science Library of Georgia

Image from Google Jackets

ერთტომეული / იოსებ გრიშაშვილი.

By: Material type: TextTextLanguage: Georgian Publication details: თბილისი : სახელგამი, 1949 Description: LIV, 624 გვ. : პორტრSubject(s):
Tags from this library: No tags from this library for this title. Log in to add tags.
Holdings
Item type Current library Call number Copy number Status Date due Barcode
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 2K1483 Available 2012-9555
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 2K40004 შესამოწმებელია 2021-2420
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 2K75056 Available 2020-1272
წიგნი წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1 საცავი. 1 კორპ. 821.353.1-1 (Browse shelf(Opens below)) 2K75057 Available 2020-0709
წიგნი წიგნი ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი 894.63 გ-856 (Browse shelf(Opens below)) 2628 Available 2020-2872

სათაურის წინ: ი. გრიშაშვილი. - წანართი: იოსებ გრიშაშვილი. კრიტიკული ეტიუდები-გიორგი ჯიბლაძე, გვ. VII-LIV.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანზე მინაწერი: „მეორედ აქედან აიწყოს, კალკულაციისათვის. დაიწყო აწყობა 1949 წ. აპრილში, დათავდა 1949 აგვისტოში. იხ. კორექტ. შეცდ. გასწორება (ბოლოში). ი. გრ.“
ფორზაცზე წერია: „45. ფერო ქარხ. 62. მხოლოდ სათაურით. 65. მხოლოდ ეპიგრაფი, 67. მთლიანად, 76. მთლიანად, 76 გვ. სარჩ. აქ ბევრი ლექსი გადამაკეთებინა რედაქტორმა, ისევ აღვადგინო. ი. გრ. 1951, 2/XII. მეორე გამოცემისათვის, ზოგიერთი ძველი ლექსი, ისევ ისე უნდა დავტოვო, როგორც ეს I და II ტომებში. დარჩეს „საძაგელის“ (არა უნდა გაგებუტო), „მოვკოცნო (ღამე ტყეში). მთლიანად აღდგეს „ახალი ღმერთი“ (იხ.II ტ. აქ „ზეშთაგონება“ ჰქვია)“.
შმუცტიტულზე: „უნდა ჩაემატოს მეორე გამოცემისათვის „მუშა“. იხ. „ნიშ.“, 1908, № 40 და აქ გვ. 225 (ჩაკერებულია). 1. საუბარი ჭადრებთან. 2. იქ სადაც ეხლა ტრიბუნა არი (1949 წ.) რკალიდან „ბელადი პუშკინის ბაღში“. „ჭადარი“. 3. ი. ს. 70 წლისაა 1949 წ. (ხელთნაწ.). 4. გორი და აკაკი (ბელადის 70 წლის შესრულებისათვის), 1949 (ხელთ.) 5. გვ. 165. წავიდეს „ძილისგუდა“. 6. სადღეგრძელო გორიდან (მუსიკა ალ. მაჭავარ). 7. სცენიდან. 8. სოსოს ასაკი გაუნახევრდა. 9. სიმღერაა „არ შეგადარებ მე ბულბულს რადგან“). 10. კითხვები. 11. პირველ კანდიდატს (სტალინს). 12. მ. ჭიაურელს უნდა დაუწერო ლექსი II გამოცემისათვის“.
წიგნის ბოლო ფორზაცზე წერია: „27 აგვისტოს, 1949 პატარა ქეიფი იყო ჩემთან. სტამბის მუშები დავპატიჟე ამ წიგნის გამოსვლის გამო. ი. გრ.“
გვ. 44. მინაწერი: „ჩაემატება: სამგორში, იხ. „კომ.“, 1951 წ., № 291, 13 დეკემბ. სტალინი რუსთავში. „კომ.“, 1952, 15 ივლისი“.
გვ. 45. ჩაკრულია ამონაჭერი გაზეთ „კომუნისტი“-დან, 1951 წ., № 291, 13 დეკემბ. ი. გრიშაშვილი „სამგორში“. ლექსის ბოლო სტრიქონი ხაზგასმულია, მიწერილია: „და მომავალზე გვედუდუნება“.
გვ. 49. ჩაკრულია ამონაჭერი გაზეთიდან „საბჭოთა აჭარა“. 1951 წ., № 243, 9 დეკემბ. კ. კალაძის ლექსი „მოდის ქართული ავტომობილი“, მიწერილია: „ვერ უყურებთ კარლო? იხ. „დროშა“. 1951, № 2“.
გვ. 74. ჩაკრულია ქაღალდი მინაწერით ლექსით, ლექსის დასასრულს წერია: „იხ. „კომ“, 1935, № 82, 6 აპრ.
გვ. 82. ჩაკერებულია ქაღალდი, რომელზეც წერია ლექსი: „მთიელი თბილისში“.
გვ. 169. ჩაკრულია ქაღალდი მინაწერით: „რა წამს ეს წიგნი მოგივიდეს, მაშინვე მომწერე... (გრ. ორბელიანის წერილებიდან)“.
გვ. 207. ჩამატებულია ერთი სტროფი.
გვ. 222. ჩაკერებულია ქაღალდი მინაწერით: „ლექსი „მუშის სიმღერა“, 1907 წ. „ნიშადური“, 1908 წ., № 20“.
გვ. 281. ლექსის გასწვრივ წერია, P. S. ამ „დილას“ მიჰბაძა ვ. გორგაძემ (იხ. გაზ. „ხალხი“, 1911 წ., № 10)“.
გვ. 393. ლექსში „ტყეში“ გადახაზულია სტრიქონები:

„იქ მე ასე დავეყრდნობი შენს სათუთ მკლავს გადატეხით,
იქ მე კოცნით წავშლი მიწას აქოჩრილსა შენის ფეხით;
იქ მსურს ასე ავამღერო შენი ტუჩი მოხასხასე,
აი ასე ავამღერო, აი, ასე, აი, ასე... მიწერილია:

„იქ მე ასე გადაგიწვენ სათუთ მკლავზე გადატეხით,
იქ მე კოცნით წავშლი მიწას აქოჩრილსა შენის ფეხით;
იქ მე ასე მსურს მოვკოცნო შენი ტუჩი მოხასხასე,
აი, ასე მსურს მოვკოცნო, აი, ასე, აი, ასე.
ასე იყო პირველ გამოცემაში, რედაქტორმა გადამიკეთა“.
გვ. 555. ი. კრილოვის ლექსის „ხარაზი და იჯარადარი“-ს ბოლოს წერია: „დაიწერა 1811 წ., ითარგმნა 1944 წ.“
გვ. 608. წერია: „Итого 10877“. იქვე: „ვახტანგ მაისურაძის ნაანგარიშევი. ი. გრ.“
წიგნში დევს: ამონაჭერი, ზღაპარი „სიზმარა“, მიწერილია: „ერთტომეულში“ აქედან აიწყოს. 1953, 20/X. ი. გრ.“ გაზეთი „გამარჯვება“, 1952 წ. № 56, რომელშიც დაბეჭდილია ი. გრიშაშვილის ლექსი: „სტალინი რუსთავში“.
მეორე ცალის სუპერზე: „პირველი ეგზემპლარი, ასოთამწყობებისაგან. ჩემს არხივს. ი. გრ.“
ფორზაცზე წარწერა: „პირველი ეგზემპლარი სახსოვრათ ავტორს სტამბის მუშებისაგან. შალვა დემეტრაძე, კ. ტოროტაძე, Кавшаров, გ. ბოლქვაძე, ს. თხელიძე, გ. ნათალიშვილი, Кавшарова, ა. ვართანოვი, ა. გუტიკაშვილი, Гурецкий. 27-8-49 წ. ტფილისი“.
მესამე ცალის ფორზაცზე: „ჩემს ბიბლიოთეკას. ი. გრ. 1949 წ. 5 სექტ.“

There are no comments on this title.

to post a comment.
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.