National Science Library of Georgia

ძველი საქართველო : საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებული : ტ. 2 /

ძველი საქართველო : საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებული : ტ. 2 / ე. თაყაიშვილის რედაქტორობით. - 1913. - [770] გვ. ცალკ. პაგ. ; პორტრ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცზე: „ი. გრ. სიათა, 72, განყ. V: ანამც ძმა ვიყო მოწილე, ცოცხალს არ გაგეყრებოდი და სხვ. იხ. ვაჟას წერილში, გვ. 301, განყ. IV; პწკალზე, 44; კირიონის ლექსიკონი, განყ. მესამე, ანდაზები (ვაჟას შეკრებილი), გვ. 344; პორნოგრაფ., 344“.
გვ. VII. ხაზგასმულია: „ბახტრიონის აღება თუშთაგან“, მიწერილია: „ვაჟა“.
გვ. 3. „ალა-ალა“-ს გასწვრივ მიწერილია: „ეე, ჰალა-ჰალა?“. ხაზგასმულია: „ალერსი – პერანგის ამხანაგი“, მიწერილია კითხვის ნიშანი.
გვ. 6. ხაზგასმულია: „ბურახი“ თავისი მნიშვნელობით და მიწერილია: „საბა“. ხაზგასმულია: „ბურქოიანი დოში“, მიწერილია: „სამღვ.“ „გამოკემსვას“ გასწვრივ წერია: „დანემსილი“.
გვ. 12. ხაზგასმულია: „კობიკი“, მიწერილია: „გობაკი“. ხაზგასმულია: „კოტიტი“, მიწერილია: „კოტეტიშ.“ ხაზგასმულია: „კუნაპეტი. ძალიან შავი, ბნელი ღამე“, მიწერილია: „საიდან წარმოიშვა „კუნაპეტი?“ ხაზგასმულია: „ლაფათა“ და მიწერილია: „იხ. საბა.“
გვ. 14. ხაზგასმულია და მოხაზული: „მარქაფა“, მიწერილია: „ორჯელაა. მეორე, запасн. ცხენი.“
გვ. 15. ხაზგასმულია: „მუწუწი“, მიწერილია: „მუსუსი“. ხაზგასმულია: „ნანოფირი – მზეუჭვრიტა“, მიწერილია: „ლილიფარა. ი. გრ.“
გვ. 16. ხაზგასმულია: „ოდა“, მიწერილია: „ოდა, ბაირონსაც აქვს „დონ-ჟუანში“, თავი VI, სიმღერ LI. ოდა თურქული ყოფილა. ი. გრ.“
გვ. 17. ხაზგასმულია: „ ხილთი“, მიწერილია: „ესაც აიხსნას“. სიტყვა „როჭიკის“ გასწვრივ მიწერილია: „სომხურადაც“. ხაზგასმულია: „რუბი – თექვსმეტი ფარა“, მიწერილია: „მეოთხედი საათისა. აქედან რუბაია – ოთხეული. ი. გრ.“
გვ. 18. ხაზგასმულია: „სამერცხლე ყავარზედ გასასვლელი კარები“, მიწერილია: „სახურავზე“. ხაზგასმულია: „სარისტა-მოხერხება, გამჭრიახობა, გამოცდილება“, მიწერილია: „თადარიგია“.
გვ. 21. ხაზგასმულია: „ყაბაზი“, მიწერილია: „ხაბაზი.“
გვ. 27. სიტყვა – „ფამფილა“ გასწორებულია: „ჯამფილა“.
გვ. 43. ხაზგასმულია: „კურთხევა შეგირდისა“, მიწერილია: „ამქრისა?“
გვ. 76. ხაზგასმულია: „გულხადარაო“, მიწერილია: „გუღადარა–მოღალატეს ნიშნავს, იხ. „ბესიკი“, 1932 წ. გამოც. გვ. 205.“
გვ. 131. ხაზგასმულია: „ჩაჩნურად დალ-ღმერთი“, მიწერილია: „ამირანის დედა.“



თავფურცელი ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენაზე.

ისტორია საქართველოს ისტორია ეთნოგრაფია ქართველების ეთნოგრაფია ქართული ფოლკლორი

94(479.22) 39(=353.1) 821.353.1-91
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.