National Science Library of Georgia

ნედლეულის გადამამუშავებელი მოწყობილობა

ნედლეულის გადამამუშავებელი მოწყობილობა = DEVICE FOR PROCESSING RAW MATERIAL : გამოგონების პატენტი = Patent for invention :(11) GE P 2011 5314 B : (51) C 12 G 1/02 (IPC, 2006) / გივი გუგულაშვილი, თამაზ მეგრელიძე, ვიტალი ღვაჩლიანი, ზურაბ ჯაფარიძე, ეთერ სადაღაშვილი, სოფიკო მღებრიშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2011 10 25 #20 - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა:1.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მოწყობილობა შეიცავს ორ ღრუტანიან საყრდენ ღერძზე 4 გადაბრუნების შესაძლებლობით დაყენებულ ცილინდრულ კორპუსს, რომელსაც ზედა ტორსულ კედელზე აქვს ჰერმეტული ლიუკი 2. კორპუსში ღრეჩოთი 7 მოთავსებულია ცილინდრი 8, რომელიც ხისტად დამაგრებულია კორპუსზე ჰერმეტული ლიუკის პერიმეტრის გასწვრივ. ცილინდრის მთელი ზედაპირი პერფორირებულია, რომლის ნახვრეტების 9 დიამეტრი შეადგენს 1-2 მმ-ს. საყრდენი ღერძების სიღრუის გავლით კორპუსსა და ცილინდრს შორის ღრეჩოში მოთავსებულია ვენტილების 13 და 11 მქონე მუშა აგენტის მიმწოდი 12 და სითხის გამომყვანი 10 მილები. მუშა აგენტის მიმწოდი მილის ერთი ბოლო მოთავსებულია ცილინდრის შიგნით, ხოლო მეორე ბოლო დაკავშირებულია დაჭირხნული ჰაერის რესივერთან 15.

5314 ge B 2011-10-25 published Sakpatenti

ალკოჰოლიანი სასმელები კვების მრეწველობა გადამუშავება ყურძენი ნედლეული მეღვინეობა
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.