National Science Library of Georgia

ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის ტანდემის წინა თვლის ავტომატურად დამტვირთავი მოწყობილობა

ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის ტანდემის წინა თვლის ავტომატურად დამტვირთავი მოწყობილობა = (54) AUTOMATIC LOAD DEVICE OF FORE TANDEM WHEELS OF MOTOR VEHICLE TANDEM WHEELED CHASSIS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2013 5868 B : (51) B 60 G 21/06 (IPC, 2006) / ავთანდილ კობახიძე, როლანდ ჯაფარიძე, რევაზ მახარობლიძე, ოთარ ასათიანი, იგორ ლაგვილავა, ნიკოლოზ ბუჩუკური, ლეილა კორძახია. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2013 07 10 #13. . - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიგურები: 2.

შასი 1 შეიცავს ნიადაგის დამამუშავებელ მანქანა-იარაღების დასამაგრებელ სამწერტილოვან საკიდ მექანიზმს 2, რომლის ცენტრალური წევა შესრულებულია ელექტროჩამრთველი ღილაკის 7 მქონე ზამბარიანი დინამომეტრის 3 სახით, რომელიც ელექტროსადენის 6 მეშვეობით აკუმულატორსა 5 და ელექტრომაგნიტურ ჰიდრავლიკურ მკვეთარას 8 აკავშირებს. ელექტრომაგნიტური ჰიდრავლიკური მკვეთარა მილგაყვანილობით 12 დაკავშირებულია, ერთის მხრივ, ჰიდროცილინდრთან 9, ხოლო მეორეს მხრივ - ზეთის ავზთან 11 და ტუმბოსთან 10. შასის გრძივ ძელებზე 13 და 14 ხისტად დასმული კრონშტეინების ბუდეებში 15 და 16 შემობრუნების შესაძლებლობით ჩასმულია ღერძი 17, რომლის ერთ ბოლოზე ხისტად დასმულია ბერკეტი 19, ხოლო მეორე ბოლოზე - ორმხარა ბერკეტი 18, ამასთან, ორმხარა ბერკეტის ვერტიკალური მხარი სახსრულად მიერთებულია, გრძივ ძელზე სახსრულად დასმულ, ჰიდროცილინდრის ჭოკთან. ტანდემთვლის ორივე წინა თვალთან რედუქტორების კორპუსზე 20 და 21 დამაგრებულია ზამბარული ამორტიზატორები 22 და 23, რომლებიც სახსრულად დაკავშირებულია აღნიშნული ღერძის ბოლოებზე დასმულ ბერკეტებთან.

5868 ge B 2013-07-10 published Sakpatenti

სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა სოფლის მეურნეობა
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.