National Science Library of Georgia

ბიოგაზის დანადგარი

ბიოგაზის დანადგარი = BIOGAS INSTALLATION : გამოგონების პატენტი = Patent for invention :(11) GE P 2009 4872 B : (51) C 02 F 11/04 (IPC, 2006) / როლანდ ჯაფარიძე, ლევან გორთამაშვილი, ივანე აფციაური. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2009 12 25 #24. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 2 დამოკიდებული; ფიგურა: 2. - პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

დანადგარი შეიცავს თბოსაიზოლაციო ფენის მქონე ტევადობას 1 ბიომასის ჩამტვირთავი 4 და გადმოსატვირთავი 5 მილებით, ჩამკეტის 12 მქონე ბიოგაზის მილსადენს 13, ზარხუფის მქონე აირსაცავს 10 და ბიომასის სარევს. ტევადობა შესრულებულია ჰორიზონტალის მიმართ 35°-იანი კუთხით დახრილი ფერდის 2 მქონე წაკვეთილი პრიზმის სახით და მისი დახრილი ფერდი წარმოადგენს მზის სითბოს მიმღებსა და ბიომასისათვის გადამცემ ელემენტს. თბოსაიზოლაციო ფენა შესრულებულია გამჭვირვალე გარსაცმის 3 სახით. ბიომასის სარევი მოთავსებულია ტევადობაში და შესრულებულია ჰორიზონტალურ ღერძზე 6 სახსრულად დამაგრებული ფრთების 7 სახით, რომლებსაც გააჩნია ღერძის მიმართ ქანაობითი მოძრაობის შესაძლებლობა.

4872 ge B 2009-12-25 published Sakpatenti

მანქანათმშენებლობა სოფლის მეურნეობა ორგანული ნარჩენები ბიოგაზი სასუქი
Copyright © 2023 Sciencelib.ge All rights reserved.